ექსკლუზივი: გიორგი არაბიძე პორტუგალიურ კლუბში ჩაირიცხა

AutoSharing Option
20 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ "ნასიონალში" გააგრძელებს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს ექსკლუზიურად თავად არაბიძემ განუცხადა.

"ნასიონალი" ახლა გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში. 7 ფეხბურთელს იმატებენ და გუნდს აძლიერებენ. კლუბი სულ უმაღლესში იყო და ცხრილის შუაში ტრიალებდა, მაგრამ შარშანწინ გავარდნენ, რადგან 6 ფეხბურთელი გაყიდეს.

3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ვნახოთ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, ერთ წელში ან წელიწადნახევარში სხვა გუნდში გადავიდე.

მქონდა კიდევ სხვა ვარიანტები. მაგალითად გერმანიის ბრემენის "ვერდერი", დანიიდან "მიდტიულანდი"...  და კიდევ 2-3 სხვა გუნდი.

ბოლოს მაინც
"ნასიონალი" ავარჩიე, რადგან ახალგაზრდებს ათამაშებენ. აქ კარგი მწვრთნელი, პრეზიდენტი და გარემოა.

ჩემთვის ახლა მთავარია სისტემატიურად ვითამაშო უმაღლეს ლიგაში. "ნასიონალი" კარგი გუნდია და რაც მთავარია, ფეხბურთელებისთვის აქ კარგი გარემოა.

მთავარია, რომ უმაღლეს ლიგას ვითამაშებ. როგორც მინდოდა, ისეთ გარემოში მოვხვდი და კმაყოფილი ვარ. ვნახოთ, მომავალში რა იქნება", - გვითხრა არაბიძემ.

"ნასიონალმა" გასულ სეზონში პორტუგალიის მეორე ლიგაში 71 ქულა დააგროვა და პირველი ადგილით უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

გუნდი ქალაქ მადეირაში, სადაც კრიშტიანო რონალდო დაიბადა და მისი საფეხბურთო საწყისები უკავშირდება, Estádio da Madeira-ზე თამაშობს, სადაც 5132 ადამიანი ეტევა.


მკითხველის კომენტარები / 19 /
ვერ გავიგე ვინ გადავიდა ნაციონალში ის დიდი გიპიანი კაცი თუ გიორგი :დდ არაბიძე დამალეს და თვითონ წინა პლანზე წამოიჭრნენ
night
05 ივლისი 2018 13:33
1
წარმატებები გიოს 1 წელიწადში პორტუში გადასულიყოს, მერე კიდე ერთ წელიწადში ასე უქნია პირდაპირ ბარსელონაში ამოუყვია თავი.
ilia
04 ივლისი 2018 15:35
1
ბევრი შრომა და მეტი თავმდაბლობა და აუცილებლად ბევრს მიახწევ
ალეკო
04 ივლისი 2018 14:43
1
ღმერთმა ხელი მოუმართოს გიორგის და წარმატებები კრიტიკოსები გაეჩუმებიოს ისე ეთამაშოს და უფრო ძლიერ გუნდში მენახოს.
zaza
04 ივლისი 2018 12:41
1
ცდება არაბიძე, როცა იძახის, რომ მალე სხვა გუნდში გადავალო, არჩევანი სწორედაც კარგია, თავს თუ გამოიჩენს კაცი, ეს შეუმჩნეველი დამერწმუნეთ, რომ არავის დარჩება, მაგრამ ჯერ არაფერი გაუკეთებია და მალე სხვა გუნდში გადავალო რომ ამბობს, არაა ღირსი სკამი ახეხინონ? რა არაპროფესიონალური განცხადებაა!
bbb
04 ივლისი 2018 11:46
4
რა ემართება ნიჭიერ თაობას? იმედი გვქონდა იტალიაში ან ესპანეთში ითამაშებდა. პორტუგალიის უმაღლესი ლიგა და თანაც პატარა პროვინციული ქალაქის გუნდი ბევრი არაფერია. ნეტავ ვცდებოდე.
მერაბი
04 ივლისი 2018 09:17
13
ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა... ღმერთმა ქნას ვცდებოდე
solo
04 ივლისი 2018 08:16
10
მადეირა კუნძულია, ქალაქს კი ფუნჩალი ქვია, სადაც ნაციონალი თამაშობს
Givi
04 ივლისი 2018 02:21
2
შვილი ჯერ სადაც გათამაშებენ სადაც დაგასაქმეს სადაც ნდობა გამოგიცხადეს იქ ითამაშე დაამტკიცე შენი უპირატესობა და მერე ილაპარაკე სხვა გუნდში გადასვლაზე.. ისე კი მოგიწევს როგორც ფეხბურთი ითამაშო უკეათესად ისევე საუბარის სწავლა.. წარმატებები
რიგითი გულშემატკივარი
04 ივლისი 2018 01:32
2
რამდენი რაღაც ახატია ეს ფეხბურთელია თუ კულტურის სახლი???
მამუკა
04 ივლისი 2018 01:15
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული