მის გარდა, პრიმეირა ლიგაში ჩვენს ქვეყანას გიორგი მაკარიძე ("რიო ავე") და ავთო ებრალიძე ("ჩავესი") წარადგენენ.
არაბიძის "ნასიონალში" გადასვლის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი წერს:
"გიორგი არაბიძე "ნასიონალის" ჯერჯერობით უკანასკნელი შენაძენია. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა უკვე 4 შეხვედრაში მოირგო.
გიორგიმ კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" დაიწყო, მაგრამ 2015 წელს დონეცკის "შახტარში" გადავიდა, სადაც ამ დრომდე იმყოფებოდა.
არაბიძემ "ნასიონალთან" ხელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა", - წერია კლუბის ოფიციალურ