ექსკლუზივი: გიორგი არაბიძე პორტუგალიურ კლუბში ჩაირიცხა

AutoSharing Option
20 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ "ნასიონალში" გააგრძელებს.

ამის შესახებ Sportall.ge-ს ექსკლუზიურად თავად არაბიძემ განუცხადა.

"ნასიონალი" ახლა გადმოვიდა უმაღლეს ლიგაში. 7 ფეხბურთელს იმატებენ და გუნდს აძლიერებენ. კლუბი სულ უმაღლესში იყო და ცხრილის შუაში ტრიალებდა, მაგრამ შარშანწინ გავარდნენ, რადგან 6 ფეხბურთელი გაყიდეს.

3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ვნახოთ მომავალში როგორ განვითარდება მოვლენები, შესაძლოა, ერთ წელში ან წელიწადნახევარში სხვა გუნდში გადავიდე.

მქონდა კიდევ სხვა ვარიანტები. მაგალითად გერმანიის ბრემენის "ვერდერი", დანიიდან "მიდტიულანდი"...  და კიდევ 2-3 სხვა გუნდი.

ბოლოს მაინც
"ნასიონალი" ავარჩიე, რადგან ახალგაზრდებს ათამაშებენ. აქ კარგი მწვრთნელი, პრეზიდენტი და გარემოა.

ჩემთვის ახლა მთავარია სისტემატიურად ვითამაშო უმაღლეს ლიგაში. "ნასიონალი" კარგი გუნდია და რაც მთავარია, ფეხბურთელებისთვის აქ კარგი გარემოა.

მთავარია, რომ უმაღლეს ლიგას ვითამაშებ. როგორც მინდოდა, ისეთ გარემოში მოვხვდი და კმაყოფილი ვარ. ვნახოთ, მომავალში რა იქნება", - გვითხრა არაბიძემ.

"ნასიონალმა" გასულ სეზონში პორტუგალიის მეორე ლიგაში 71 ქულა დააგროვა და პირველი ადგილით უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა.

გუნდი ქალაქ მადეირაში, სადაც კრიშტიანო რონალდო დაიბადა და მისი საფეხბურთო საწყისები უკავშირდება, Estádio da Madeira-ზე თამაშობს, სადაც 5132 ადამიანი ეტევა.


მკითხველის კომენტარები / 19 /
ვერ გავიგე ვინ გადავიდა ნაციონალში ის დიდი გიპიანი კაცი თუ გიორგი :დდ არაბიძე დამალეს და თვითონ წინა პლანზე წამოიჭრნენ
night
13:33 05-07-2018
1
წარმატებები გიოს 1 წელიწადში პორტუში გადასულიყოს, მერე კიდე ერთ წელიწადში ასე უქნია პირდაპირ ბარსელონაში ამოუყვია თავი.
ilia
15:35 04-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული