ჯაბა კანკავა ყაზახეთის ჩემპიონატის მე-16 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ყაზახეთის პროფესიონალურმა საფეხბურთო ლიგამ ადგილობრივი პრემიერლიგის მე-16 ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავაც მოხვდა.

"ტობოლის" ქართველმა ლეგიონერმა თავისი მაღალი კვალიფიკაცია კიდევ ერთხელ დაამტკიცა. "აკჟაიკთან" შეხვედრაში კანკავა ბურთს კარგად აკონტროლებდა და შეტევაშიც ერთვებოდა.

88-ე წუთზე მე-3 გატანილი გოლის ავტორი სწორედ ის გახდა. მან მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ ერთი არაზუსტი გადაცემა, 94-ე წუთზე გააკეთა.

მიუხედავად ამისა და გაშვებული გოლისა, ეს არ იქნება არგუმენტი, რომ კანკავა ტურის სიმბოლურ ნაკრებში არ შევიყვანოთ", - წერია საიტზე.

შეგახსენებთ, რომ "ტობოლი" მორიგ შეხვედრას
10 ივნისს თბილისში, "სამტრედიის" წინააღმდეგ გამართავს.

altცხადაძის "ორდაბასი" ლიდერ "ასტანასთან" დამარცხდა, კანკავამ კი "აკჟაიკს" გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული