ანდრო გიორგაძეს და სანდრო კობახიძეს 8 თვეა ხელფასი არ აუღიათ და ბოიკოტით იმუქრებიან

AutoSharing Option
პოლტავას "ვორსკლა" უკრაინის ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ კლუბი ფინანსურ კრიზისშია და ფეხბურთელებს და მათ შორის ქართველ ლეგიონერებს ანდრო გიორგაძეს და სანდრო კობახიძეს 8 თვეა გასამრჯელო არ მიუღიათ.

სლოვენიაში შეკრებაზე მყოფმა ფეხბურთელებმა კლუბს ულტიმატუმი წაუყენეს - თუ სახელფასო დავალიანებას არ დაუფარავენ, 25 ივლისს კიევის "დინამოსთან" სათამაშოდ მოედანზე არ გავლენ.

ხელფასის გარდა ფეხბურთელებს ევროტურნირზე გასვლისათვის პრემიალურებიც ეკუთვნით, მაგრამ მაგას ვინღა ჩივის.

altსანდრო კობახიძემ "ვორსკლასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული