ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩემპიონთა ლიგის მატჩში გააძევეს

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქართველი ნახევარმცველის ვახტანგ ჭანტურიშვილის ტრნავას "სპარტაკმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა მოსტარის "ზრინსკი".

მატჩის 70-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა სტუმართა გუნდის ფეხბურთელი ფრან ცირიაკი, რის შემდეგაც მასპინძლებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.

სამწუხაროდ, ჭანტურიშვილმა თამაშის დასასრულს ხუთი წუთის განმავლობაში ორი ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და განმეორებითი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული