"გუშინ "გენტში" სამედიცინო შემოწმება წარმატებით გავიარე. კონტრაქტს ხელს სავარაუდოდ სამშაბათს, ანდაც ოთხშაბათს მოვაწერ. კონტრაქტი სავარაუდოდ 4-წლიანი იქნება.
რატომ გადავწყვიტე "გენტში" გადასვლა? ჩემი აზრით, ბელგიის ჩემპიონატი ავსტრიის ჩემპიონაზე მაღლა დგას. გარდა ამისა, როდესაც ფეხმოტეხილ ფეხბურთელში ამხელა თანხას იხდიან (სატრანსფერო თანხა 3 მილიონ ევროს შეადგენს), და ნდობას გიცხადებენ, ე.ი მათთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ხარ.
ეს ჩემთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. გუნდთან ერთად ვარჯიშს თვის ბოლოს შევძლებ, თამაში კი სავარაუდოდ
შეგახსენებთ, რომ "გენტში" კიდევ ორი ქართველი ფეხბურთელი - გიორგი ბერიძე და გიორგი ჩაკვეტაძე ირიცხებიან.
ავსტრიული პრესა: გიორგი ქვილითაია მალე "გენტის" ფეხბურთელი გახდება
ეხლა კი ჩემო თანამეინახენო...
წარმატებები გიო გენაცვალე.