როგორ შეხვდნენ გურამი და ვაკო ერთმანეთს - "სან ხოსემ" კაშია წარადგინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"სან ხოსემ" 31 წლის ქართველი მცველი გურამ კაშია ოფიციალურად წარადგინა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ახალ კლუბში 37-ე ნომრით იასპარეზებს.

კაშია გუნდის ოფისში მივიდა და იქ მომუშავე ადამიანები გაიცნო. ის ასევე ამერიკული კლუბის ერთ-ერთ წარმომადგენელსაც გაესაუბრა, რის შემდეგაც მოედანზე გავიდა.

იქ კი გურამს მისი ყოფილი თანაგუნდელი, მეგობარი და საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო ყაზაიშვილი შეხვდა.

წარდგენის შემდეგ კაშიამ კომენტარი "სან ხოსეს" ოფიციალურ საიტთან გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ "სან ხოსეში" გადასვლის მიზეზი კლუბის კარგი პროექტია, რომელშიც მომავალს ხედავს და მას სურს, რომ ამ პროექტში
გუნდს დაეხმაროს.

კაშიასვე თქმით, ის ყველაფერს იზამს, რომ თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოს და მისი მესიჯიც სწორედ ესაა.


altგურამ კაშია თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს [VIDEO]

altჰოლანდიაში ქართველს უმღერიან და ლეგენდად თვლიან... - გურამ კაშიას 8-წლიანი კარიერა "ვიტესში" დასრულდა [VIDEO]

alt"სან ხოსეს" საიტი: 7 რამ, რაც გურამ კაშიას შესახებ უნდა იცოდე

alt"სან ხოსეს" გენერალური მენეჯერი: ზუსტად ასეთია გურამ კაშია

მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა შენ იცი გურო წარმატებები
კახა ქირია
12:22 17-07-2018
0
წარმატებები გურამ!!!!!!!!!!! კორკოტამ და სანდრიკა ბრეგაძემ რატომ არაფერი მოიმოქმედეს ნეტავ? ეტყობა ვერ გაიგეს წინასწარ, თორემ ჩაგიშლიდნენ ტრანსფერს. მოკლედ მაგრად გადაურჩი ქართველ მარშისტ-ნაცისტებს.
giga
11:15 17-07-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული