გიორგი ლორიამ ამხანაგურ შეხვედრაში ხუთი გოლი გაუშვა

AutoSharing Option
გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" მოსამზადებელ შეკრებაზე ავსტრიაში იმყოფება და კლუბმა გუშინ ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა.

პირველ მატჩში, რომელიც სამარელებმა გერმანიის მე-2 დივიზიონის გუნდ "ჰაიდენჰაიმთან" ნულოვანი ფრით დაასრულეს, კარში ევგენი კონიუკოვი იდგა.

მეორე შეხვედრაში კი უკვე რუსული კლუბი ასევე გერმანიის მე-2 დივიზიონის წარმომადგენელ "აუეს" დაუპირისპირდა და 1:5 განადგურდა.

ამ მატჩში სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა გიორგი ლორიამ.

შეგახსენებთ, რომ ის გასულ სეზონში "ანჟიში" იყო განათხოვრებული.

altგიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა

მკითხველის კომენტარები / 1 /
გაუჭირდებოდა :(
ეჰჰ
11:53 20-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული