უკან გახედვა აღარ მსურს - ლევან მჭედლიძის კომენტარი დაბრუნების შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ მოედანზე დაბრუნების შემდეგ იტალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

"საბედნიეროდ, დიდი პაუზის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. უკან გახედვა აღარს მსურს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემ გვერდით იდგა.

მწვრთნელი საკმაოდ კარგად მესაუბრა და ეს ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს. შევეცდები, "ემპოლის" ჩემი მაქსიმუმი მივცე.

ძალიან ბევრი იმედგაცრუება გამოვიარე. ამ გუნდთან და გულშემატკივრებთან ერთად, რომლებიც ჩემთან მუდამ ახლოს იყვნენ, დაბრუნება მოვახერხე.

ნომერი შევიცვალე და ახლა 9-ის ნაცვლად, მე-7 ნომრით შევუტევ", - აღნიშნა
მჭედლიძემ.

altლევან მჭედლიძემ 1 წლისა და 3 თვის შემდეგ პირველად ითამაშა

მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომ აქცევენ ქართველი ფეხბურთელები ნომრებს ამხელა ყურადღებას? ცოტა მეტიჩობა მგონია.
3
ეგ ადრე უნდა გექნა,9 ნომრიანი მაისურის ბრალიიყო ყველაფერი))))
euhh
11:44 20-07-2018
3

სიახლეები პოპულარული