ლეგიონის უქმეები: ხარაიშვილის გოლი რობენის სტილში [VIDEO]

AutoSharing Option
გთავაზობთ 2018/19 წლების საფეხბურთო სეზონის ქართული ლეგიონის პირველ მიმოხილვას.

პოლონეთი. ექსტრაკლასა 
ლაშა დვალის "პოგონი" "ლეგნიცას" ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ლუკა გუგეშაშვილის "იაგელონია" შინ 0:1 დამარცხდა "ლეხიასთან". ქართველი მეკარე განაცხადში არ ყოფილა.

ლუკა ზარანდიას "არკა" სტუმრად "ვისლას" დაუზავდა - 0:0. ქართველი ლეგიონერი 90-ე წუთზე გამოცვალეს.

ვატო არველაძის "კორონა" სტუმრად "გურნიკს" დაუზავდა - 1:1. ქართველი ახალწვეული სათადარიგო იყო.

გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" 1:2 დამარცხდა "ლეხთან". ქართველი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს და გოლიც გაიტანა - ის 58-ე წუთზე შევიდა, ხოლო
77-ე წუთზე მეკარის შეცდომით ისარგებლა და სტუმართა კარი დალაშქრა.


I დივიზიონი
გუგა ფალავანდიშვილის (85-ე წუთზე შევიდა) "პოდბესკიძიემ" სტუმრად 1:0 მოუგო გკს-ს.

შვედეთი. ოლსვენსკანი
გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგი" სტუმრად "სირიუსთან" 2:3 დამარცხდა. ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდში საუკეთესოც იყო. ჯერ მის მიერ მოპოვებული პენალტით გახსნეს ანგარიში, შემდეგ, 37-ე წუთზე ხარაიშვილი რობენის სტილში ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და ისე დაარტყა დაბალ კუთხეში - 0:2.

"გეტებორგმა" არათუ ვერ შეინარჩუნა ეს უპირატესობა, სულაც დამარცხდა, ხარაიშვილს კი გატანა კიდევ ერთი-ორჯერ მართებდა. 21 წლის ქართველს ლიგაში სამი გოლი აქვს გატანილი.


დანია. სუპერლიგა
ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" შინ 2:3 დამარცხდა "ვენდსისელთან". ქართველი მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან შეუცვლელად ითამაშა.

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" "ჰორსენსს" სტუმრად დაუზავდა - 1:1. ლობჟანიძემ შეუცვლელად ითამაშა.

შვეიცარია. სუპერლიგა
"ლუცერნმა" I ტურში შინ "ქსამაქსთან" 0:2 დათმო. ვაკო გვილია მასპინძელთა სათადარიგო სკამზე იჯდა.

ავსტრია. თასი
ლევან ელოშვილის "კაპფენბერგმა" სტუმრად 5:3 მოუგო "რაიხენაუს". შეცვლაზე 69-ე წუთზე შესულმა ელოშვილმა 75-ე და 93-ე წუთებზე გამარჯვებულთა მეოთხე და მეხუთე გოლები გაიტანა. "კაპფენბერგი" შემდეგ ეტაპზეა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა
ჩემპიონმა წაგებით დაიწყო - ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წთ) "ტრნავა" სტუმრად "სენიცასთან" 0:1 დამარცხდა.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა
"პუშკაშ აკადემია" შინ "დებრეცენთან" 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში არ ყოფილა ახალწვეული ბაჩანა არაბული, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

ნორვეგია. I დივიზიონი
ბელორუსიდან ნორვეგიაში გადაბარგებულმა ოთარ ჯავაშვილმა "ფლორიოს" შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მისი გუნდი სტუმრად "კონგსვინგერთან" 1:5 განადგურდა, ჯავაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. 16 ტურის შემდეგ 11 ქულით "ფლორიო" ბოლო ადგილზეა.

ფინეთი. კაკონენი
ირაკლი სირბილაძის JIPPO სტუმრად "მიკელინთან" დამარცხდა - 1:3. ქართველი ვეტერანი თამაშში 54-ე წუთზე ჩაერთო.

რუსეთი. I დივიზიონი
ნიკა ძალამიძის (55-ე წუთზე გამოცვალეს) "ბალტიკა" შინ "ტამბოვთან" დამარცხდა - 1:2.

უკრაინა. სუპერთასი
"შახტარმა" კიევის "დინამოსთან" სუპერთასისთვის დაპირისპირება 0:1 დათმო, დავით ხოჭოლავა კი "შახტარის" განაცხადში არ ყოფილა.

პრემიერლიგა
ზაურ მახარაძის (90 წუთი) "ზორიამ" შინ 2:1 მოუგო "მარიუპოლს".

ბელორუსი. ვისშაია ლიგა
გიორგი ქანთარიას (90 წთ) "ნემანი" შინ "სლუცკთან" 0:3 განადგურდა.

ლატვია. ვირშლიგა
გურამ ლუკავას (90 წთ) "ელგავა" სტუმრად "სპარტაკსთან" დამარცხდა - 1:4. გიული მანჯგალაძის (55-ე წუთზე შეცვალეს) "ვენტსპილსმა" 4:1 გაანადგურა "ვალმეირა".

ქართველთა "რიგასმა" სტუმრად 2:0 მოუგო "მეტას". ლაშა შერგელაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ბექა ვაჩიბერაძე 83-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი სიხარულიძე 66-ე წუთზე გამოჩნდა.

ესტონეთი. პრემიუმ ლიიგა
მე-19 ტურში ზაქარია ბეგლარიშვილის (70-ე წუთზე გამოცვალეს) "ფლორამ" "ტულევიკს" 4:0 მოუგო. ზაქარია 17 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორეა. ამ შეხვედრაში ქართველის ანგარიშზე საგოლე პასია.

ყაზახეთი. პრემიერ ლიგა
ლაშა კასრაძის გარეშე მოთამაშე "ჟეტისუ" შინ "აქტობესთან" დამარცხდა - 1:2. ქართველთა "ტობოლი" "ირტიშს" დაუზავდა - 1:1. ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს.

კახა ცხადაძის "ორდაბასიმ", რომლის რიგებშიც აღარ ირიცხება ჯაბა ჯიღაური, შინ 2:1 მოუგო "ქაირათს". სხვათა შორის, ცხადაძე სწორედ "ქაირათის" ყოფილი მწვრთნელია.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია საერთო მეგობრები გყავს და როგორც ვიცი ძალიან შრომისმოყვარე და მომთმენი ადამიანია და ნებისყოფაც აქვს და ეს ბიჭი აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას სამწუხაროა რომ მისი გუნდი ესე წარუმატებლად თამაშობს.
გიორგი
23 ივლისი 2018 11:58
0
ხარაიშვილი თანდათან კარგ ფორმაში შედის, სექტემბრის თამაშებში ნაკრებში უეჭველად უნდა მოხვდეს. კარგი გოლი გაიტანა, მაგრამ რობენის სტილში არ ყოფილა, რობენი საპირისპირო ფლანგიდან იწევს ცენტრში და მარცხენა ფეხით მაღალ ცხრიანში იტანს ხოლმე
გულშემატკივარი
23 ივლისი 2018 11:16
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული