გიორგი ნავალოვსკი მინსკის "დინამოში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ მინსკის "დინამოსთან" გააფორმა კონტრაქტი.

გიორგი ხაბაროვსკის სკა-დან 15 მაისს აიბარგა და თავისუფალი აგენტი იყო. მან გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

"ჩვენს გუნდში ის 88-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კეთილი იყოს შენი მობრძანება. გამარჯობა!", - ასე მიესალმა ახალი კლუბი ნავალოვსკის.

"დინამო" 16 ტურის შემდეგ 37 ქულით ბელარუსის ჩემპიონატზე მე-2 ადგილზეა და ლიდერ "ბატეს" ფეხდაფეხ მისდევს.

ეს გუნდი ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე იმ "დუნაისკა სტრედას" ხვდება, რომელმაც გათამაშებიდან თბილისის "დინამო" გამოაგდო.

altგიორგი ნავალოვსკიმ ხაბაროვსკის სკა დატოვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
გიო შენ ყოველთვის სულს დებ ყოველ თამაშში,ყველაზე ჯიგრიანი ფეხბურთელი ხარ!გული მწყდება რომელიმე ძლიერ ევროპულ კლუბში რომ ვერ მოხვდი ამ ხნის მანძილზე.წარმატებები!!!
ზურა
27 ივლისი 2018 15:14
0
წარმატებას გისურვებთ შური იძიე დიბამოს მაგივრად
912
24 ივლისი 2018 08:53
0
ეე, ბიჭო მე ვაბშე არ მახსენებთ ტო???
Diego
24 ივლისი 2018 06:52
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული