საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ მინსკის "დინამოსთან" გააფორმა კონტრაქტი.
გიორგი ხაბაროვსკის სკა-დან 15 მაისს აიბარგა და თავისუფალი აგენტი იყო. მან გასულ სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"ჩვენს გუნდში ის 88-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. კეთილი იყოს შენი მობრძანება. გამარჯობა!", - ასე მიესალმა ახალი კლუბი ნავალოვსკის.
"დინამო" 16 ტურის შემდეგ 37 ქულით ბელარუსის ჩემპიონატზე მე-2 ადგილზეა და ლიდერ "ბატეს" ფეხდაფეხ მისდევს.
ეს გუნდი ევროპა ლიგის მეორე ეტაპზე იმ "დუნაისკა სტრედას" ხვდება, რომელმაც გათამაშებიდან თბილისის "დინამო" გამოაგდო.
22:57 23-07-2018
გიორგი ნავალოვსკი მინსკის "დინამოში" ჩაირიცხა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
გიო შენ ყოველთვის სულს დებ ყოველ თამაშში,ყველაზე ჯიგრიანი ფეხბურთელი ხარ!გული მწყდება რომელიმე ძლიერ ევროპულ კლუბში რომ ვერ მოხვდი ამ ხნის მანძილზე.წარმატებები!!!
3
0
წარმატებას გისურვებთ შური იძიე დიბამოს მაგივრად
7
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული