ნიკა კაჭარავას და ბექა მიქელთაძეს "ანორთოსისში" შეიძლება მწვრთნელად თემურ ქეცბაია დაუნიშნონ

AutoSharing Option
არაა გამორიცხული, თემურ ქეცბაია "ანორთოსისში" დაბრუნდეს.

გასულ წელს "ორენბურგიდან" აბარგებულ და დღემდე დროებით უმუშევარ თემურ ქეცბაია შესაძლოა, "ანორთოსისი" ჩააბარონ.

ფამაგუსტურმა გუნდმა მოულოდნელად ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხი განიცადა ალბანეთის "ლაკისთან" და გათამაშებას გამოეთიშა, მის მწვრთნელს რონი ლევის კი გადაყენებას უპირებენ.

ჰოდა, აქტიურად განიხილება მწვრთნელის პოსტზე ქეცბაიას კანდიდატურა.

თემური ამ გუნდის ღირსებას 2002-2006 წლებში იცავდა, ხოლო 2004-2009 წლებში მისი მწვრთნელი იყო. მან ამას წინათ "ნეფტჩის" ჩაბარება არ ისურვა.

"ანორთოსისში" ქართველი ლეგიონერები ნიკა კაჭარავა და ბექა მიქელთაძე თამაშობენ.

altთემურ ქეცბაიამ "ნეფტჩის"
უარი უთხრა, ახლა აზერბაიჯანელები "ინტერის" ყოფილ მწვრთნელს იწვევენ


altკვიპროსულმა პრესამ თემურ ქეცბაია "ანორთოსისს" დაუკავშირა

მკითხველის კომენტარები / 1 /
Aba awyobia saqme anartosiss.
Trevizo
09:22 24-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული