კაშიას ყოფილი თანაგუნდელი: გურამს შეუძლია, "სან ხოსეს" ლიდერი გახდეს

AutoSharing Option
28 წლის ჰოლანდიელი მცველი კევინ ლეერდამი, რომელიც 2013-დან 2017 წლის ჩათვლით "ვიტესში" გურამ კაშიას თანაგუნდელი იყო, ქართველი ფეხბურთელის შესახებ საუბრობს.

ლეერდამი ამჟამად "სიეტლ საუნდერსში" ირიცხება, რომელიც MLS-ის მომავალ ტურში სწორედ კაშიას "სან ხოსეს" დაუპირისპირდება და ჟურნალისტების ინტერესიც ამან გამოიწვია.

"გურამი ძალიან მხიარული ადამიანია. 4 წლის განმავლობაში ჰოლანდიაში ის ჩემი კაპიტანი იყო. ჩვენ NBA2K-ს (ვიდეოთამაში) ერთად ხშირად ვთამაშობდით.

ვიცი, რომ ის "სან ხოსეში" ძალიან მოეწონებათ. ის არის ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია შენთან კომუნიკაცია დაამყაროს.

თუ კაშიას ახალი გუნდი ეძებს ლიდერს, მათ
ასეთად სწორედ გურამი შეუძლიათ მიიჩნიონ", - აღნიშნა ლეერდამმა.

altგურამ კაშიას დებიუტი "სან ხოსეში" "მანჩესტერ იუნაიტედთან" შედგა - მან მარსიალს გასაქანი არ მისცა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული