ეს კლუბი მუდამ ჩემს გულში იქნება - ოთარ კიტეიშვილი "დინამოს" ემოციურად დაემშვიდობა

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი კლუბს ემოციურად გამოემშვიდობა.

22 წლის ნახევარმცველმა, რომელიც კარიერას ავსტრიულ "შტურმში" განაგრძობს, პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"დინამოში 3.5 წელიწადი გავატარე და ეს არის კლუბი, რომელიც მუდამ ჩემს გულში იქნება. როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამ, ამ კლუბში უდიდესი გამოცდილება მივიღე.

ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც წინ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგა. ვთვლი, რომ ეს მომენტი ჩემთვის ახლა დადგა. "დინამოში" ყოფნის მანძილზე იყო იმედგაცრუებაც და იყო დიდი სიხარულიც და ტიტულები - ეს ყველაფერი მუდამ დარჩება ჩემს გულში.

მინდა, მადლობა
გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას, კლუბის პრეზიდენტის - რომან ფიფიას თამადობით, რომელსაც მუდამ ჰქონდა ჩემი იმედი.

ასევე, ყველა იმ ფეხბურთელს, მწვრთნელსა და გუნდში მომუშავე პერსონალს, რომელთა დამსახურებაცაა ყოველი წარმატება. მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

მადლობა "დინამოს" გულშემატკივარს, რომელიც მუდამ ამხნევებს "დინამოს" და ყოველთვის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას და სიყვარულს.

ვამაყობ, რომ "დინამოში" ვთამაშობდი და ვიყავი ამ დიდი გუნდის კაპიტანი. მადლობა, "დინამო", - წერს კიტეიშვილი.

altოთარ კიტეიშვილს "შტურმმა" ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ზუკა დავითაშვილისთვის, კვარაცხელიასთვის, საბა ლობჟანიძის, ოთარ კაკაბაძის და სხვა ფულზე დახამებულებისთვის იყოს მისაბაძი ეს ბიჭი! მადლობა ოთარ კიტეიშვილს!
სანდრო
10:23 01-08-2018
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული