გვილია ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს და "ლუცერნმა" 2 წაგების შემდეგ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ვაკო გვილიას "ლუცერნმა" შვეიცარიის ჩემპიონატის მესამე ტურში საკუთარ მოედანზე "ლუგანო" 4:2 დაამარცხა.

ახალი სეზონი უხეიროდ დაიწყო "ლუცერნმა", "ქსამაქსთან" 0:2 წააგო, ხოლო "თუნთან" 1:2, მწვრთნელმა რენე ვეილერმა ქართველი ნახევარმცველი პირველ მატჩში არ ათამაშა, ხოლო მეორეში 64-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე და გულშემატკივრებმა მისი სასტარტოში დაყენება მოითხოვეს. ვერ გეტყვით, გუნდის თავკაცი იძულებული გახდა ქომაგების მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა თუ არა, მაგრამ ფაქტია, მესამე ტურში "ლუგანოსთან" შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო. ეგ კი არადა, თამაშის საანონსო პლაკატს მისი სურათი ამშვენებდა.

მატჩს 17 800-იან "სვისპოარენაზე" 7 815 მაყურებელი
დაესწრო და ვაკო 71-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 3:2 იყო.

9 აგვისტოს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე "ლიუცერნი" პირეოსში "ოლიმპიაკოსს" ხვდება, 12 აგვისტოს კი ქვეყნის პირველობაზე "იანგ ბოიზს" მასპინძლობს.

altვაკო გვილიას საუკეთესო მომენტები გასულ სეზონში [VIDEO]

altვაკო გვილიას შვეიცარიული ბრინჯაო და ევროპა ლიგა [VIDEO]

altვაკო გვილია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ერთ დღესაც ტურინის "იუვენტუსში" ვითამაშო

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ფეხბურთელია გვილია. იტალიის ჩემპიონატში კარგად ჩაჯდრბა
Georgian Football
18:59 05-08-2018
0

სიახლეები პოპულარული