ლეგიონის უქმეები: დუბლები, საგოლე პასებიც, გაძევებაც... [VIDEO]

AutoSharing Option
უქმეების გმირი უდავოდ ვაკო ყაზაიშვილია, რომლის წყალობითაც "სან ხოსემ" სტუმრად მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა. ვაკომ დუბლი შეასრულა და ეს ამ უქმეებზე ერთადერთი ქართული დუბლი არ ყოფილა...

გერმანია. III ლიგა. ლუკას ჰუფნაგელის (90 წთ) "უნტერჰახინგი" შინ "აალენს" დაუზავდა - 0:0.

საფრანგეთი. ლიგა 2. ჯაბა ჯიღაურის (არ უთამაშია) "გრენობლი" სტუმრად "ლე ავრს" დაუზავდა - 1:1.

ნასიონალი. ამირან სანაიას (90 წთ) "როდეზი" სტუმრად "ლიონ დუშერს" დაუზავდა - 2:2.

ბელგია. ჟუპილერლიგა. ქართველთა "გენტი" შინ "ვარეგემს" დაუზავდა - 1:1. გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა,
გიორგი ქვილითაია
ტრავმირებულია, გიორგი ბერიძე დუბლებშია გადაყვანილი.


პორტუგალია. ლიგის თასი. გიორგი მაკარიძის "რიუ ავემ" 2:0 მოუგო "პორტიმონენშეს" და ბრძოლას აგრძელებს.

დანია. სუპერლიგა. ლაშა პარუნაშვილის "ესბიერგი" საბა ლობჟანიძის "რანდერსს" 3:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდა - 3:3. ორივე ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

I დივიზიონი. დავით სხირტლაძის (90 წთ) "სილკებორგი" სტუმრად "ლიუნგბიუსთან" დამარცხდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. გიორგი მერებაშვილის "პლოცკი" ვატო არველაძის "კორონასთან" 1:2 დამარცხდა. მერებაშვილისთვის უიღბლო დღე გამოდგა - მე-4 წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 34-ე წუთზე კი მეტოქის საჯარიმოში სიმულაციისთვის მეორე ყვითელი მიიღო და გუნდი 10 კაცის ამარა დატოვა. არველაძე მოედანზე 86-ე წუთზე გამოვიდა.


ლაშა დვალის (90 წთ) "პოგონი" სტუმრად "სოსნოვიეცთან" დამარცხდა - 0:3.

I დივიზიონი. გუგა ფალავანდიშვილის (მეორე ტაიმი ითამაშა) "პოდბესკიძიე" შინ 1:3 დამარცხდა "ოლშტინთან".

შვეიცარია. სუპერლიგა. ვაკო გვილიას "ლუცერნმა" 4:2 მოუგო "ლუგანოს". ქართველი 71-ე წუთზე შეცვალეს, მანამდე მან საგოლე პასი (კუთხური მოაწოდა) მიითვალა.


ავსტრია. ბუნდესლიგა. ოთარ კიტეიშვილის "შტურმმა" სტუმრად "ვაკერს" 3:2 მოუგო. ქართველს ჯერ ახალ კლუბში თამაშის უფლება არა აქვს.

ერსტე ლიგა. ლევან ელოშვილმა გოლით თავი გამოიჩინა "ვენისა" და "კაპფენბერგის" მატჩში, რომელიც სტუმრებმა 2:0 მოიგეს. "კაპფენბერგის" ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიშს წერტილი 85-ე წუთზე დაუსვა. ელოშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა.

შვედეთი. ოლსვენსკანი. გიორგი ხარაიშვილმა საგოლე პასით (კუთხური მოაწოდა) გამოიჩინა თავი, მაგრამ ეს არ ეყო მის "გიოტებორგს", რომელიც სტუმრად "კალმართან" 1:2 დამარცხდა.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა. ბაჩანა არაბულის (89-ე წუთზე შევიდა) "პუშკაშ აკადემია" შინ მტკ-სთან დამარცხდა - 1:2.

ფინეთი. ვეიკაუსლიგა. ლიდერთა მატჩში ჰიკ 2:2 დაუზავდა გიორგი გოროზიას (59-ე წუთზე გამოცვალეს) "როვანიემის".

რუსეთი. პრემიერლიგა. გიორგი ჭანტურიას "ურალი" შინ თორნიკე ოქრიაშვილის "კრასნოდართან" დამარცხდა - 1:2. განაცხადში ქართველები არ იყვნენ - ჭანტურია კვლავ ტრავმირებულია, ოქრიაშვილი კი ახლახან გამოჯანმრთელდა და ჯერ ფორმაში არ არის.

გია გრიგალავას (90 წთ, გააფრთხილეს) "არსენალი" სტუმრად "ზენიტთან" დამარცხდა - 0:1.

საბა კვირკველიას "ლოკომოტივისა" და ჯანო ანანიძის "სპარტაკის" დერბი 0:0 დასრულდა. კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა, ჯანო ტრავმირებულია.

გიორგი ლორიას (განაცხადში არ იყო) "კრილია სოვეტოვი" შინ 0:3 დამარცხდა "ორენბურგთან".

I დივიზიონი. ნიკა ძალამიძის (65-ე წუთზე შეცვალეს) "ბალტიკა" სტუმრად "ლუჩს" დაუზავდა - 0:0.

ირაკლი კვეკვესკირის (90 წთ) "სკა-ხაბაროვსკმა" 2:1 მოუგო "მორდოვიას". სხვათა შორის, კვეკვესკირი გუნდის კაპიტანია.

უკრაინა. პრემიერლიგა. გრანდების დაპირისპირებაში კიევის "დინამომ" "შახტარი" 1:0 დაამარცხა. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა დავით ხოჭოლავამ (გააფრთხილეს).


სანდრო კობახიძისა (90 წთ) და ანდრო გიორგაძის (სათადარიგო) "ვორსკლამ" 1:0 მოუგო "ლვივს".

ზაურ მახარაძის (90 წთ) "ზორია" 1:1 დაუზავდა "ჩერნომორეცს".

ლუკა კობერიძის (57-ე წუთზე შეცვალეს) "დესნა" შინ "ოლექსანდრიასთან" 0:2 დამარცხდა.

ლიეტუვა. A ლიგა. ლევან მაჭარაშვილის (მე-80 წუთზე გამოცვალეს) "შტუმბრასი" სტუმრად "იონავას" გაუსწორდა - 3:1.

ლატვია. თასი. მეოთხედფინალში ქართველთა "რიგასმა" 3:0 მოუგო "ვალმიერას" და ნახევარფინალში გავიდა. ლაშა შერგელაშვილმა დუბლი შეასრულა.

ესტონეთი. პრემიუმლიიგა. გეგი კეკუას "პარნუ" სტუმრად "ტულევიკს" 1:1 დაუზავდა. კეკუამ 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 20 მატჩის შემდეგ 9 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა.

ზაქარია ბეგლარიშვილმა კვლავ გაიტანა, მისმა "ფლორამ" კი სტუმრად 4:0 მოუგო "კურესაარეს". ბეგლარიშვილს 18 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზეა.

ყაზახეთი. პრემიერლიგა. ლაშა კასრაძის (სათადარიგო) "ჟეტისუ" შინ "აკჟაიკს" 1:1 ეთამაშა.

ქართველთა "ყიზილ-ჟარმა" 1:0 მოუგო "ირტიშს". შოთა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, ისევე, როგორც გიორგი ფოფხაძემ. შეგახსენებთ, რომ გუნდის მესამე ქართველი გოგიტა გოგუა სამშობლოში დაბრუნდა.

კახა ცხადაძის "ორდაბასი" სტუმრად ქართველთა "ტობოლს" დაუზავდა - 1:1. ჯაბა კანკავამ (ყვითელი ბარათი) და ნიკა კვეკვესკირმა 90-90 წუთი ითამაშეს.

აშშ. MLS
. ვაკო ყაზაიშვილი აღარ ხუმრობს - მას უკვე 6 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში - მან და გურამ კაშიამ (გააფრთხილეს) შეუცვლელად ითამაშეს "დალასთან" საგარეო მატჩში, რომელიც ვაკოს წყალობით აუტსაიდერმა 3:1 მოიგო. ქართველმა დუბლი შეასრულა - მე-19 წუთზე მან მეკარეს დაასწრო, შემდეგ მცველიც მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გაიტანა, 88-ე წუთზე კი ქართველმა ახლო მანძილიდან გაიტანა.


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გეთანხმები ბევრ რამეში,უბრალოდ მე ეტყობა მართლა არ მესმის და მჭედლიძეს რომ ახსენებთ რა,სად როდის გამოდგა როგორც თავდამსხმელი, მეტყვი?მე თუ მეშლება უკაცრავად და ამიხსენი ან შენ ან ჟურნალისტებმა ან ვინმემ(მადლობაწინასწარ)
kika-s
16:31 06-08-2018
1
ფინეთში ვეკუას ლიგა ჰქონიათ, კომაროვმა რა დაააშავა?!
ფეხბურთის მეტრფე
14:05 06-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული