თამაშის შემქმნელი - გამოცემა Tagblatt.ch ვაკო გვილიას დაბრუნებას ეხმაურება

AutoSharing Option
ფოტო: tagblatt.ch

4 აგვისტოს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია შვეიცარიული "ლუცერნის" სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა.

გვილია დაბრუნდა და "ლუცერნმაც" შვეიცარიის ჩემპიონატის III ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე "ლუგანო" ანგარიშით 4:2 დაამარცხა. არადა, აქამდე გუნდს ჩემპიონატის სტარტზე ზედიზედ ორი წაგება ჰქონდა.

"ლუგანოსთან" მატჩის შემდეგ tagblatt.ch-მა გვილიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ქართველის დაბრუნებას ეხმაურება:

"ლუგანოსთან" (4:2) მატჩში ქართველი ვალერიანე გვილია სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა. სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით, მას შეუძლია იმის გააზრება, თუ რატომ იყო წინა ორ შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე.

"ლუგანოსთან" მოგება "ლუცერნის" ფეხბურთელების ნამდვილი შვება
იყო, რადგან გუნდმა სეზონში პირველი მატჩი მოიგო. ეს იყო პირველი გამარჯვება ახალი მწვრთნელის, რენე ვაილერის ხელმძღვანელობით.

როცა კომენტარის სათხოვნელად ჟურნალისტები გვილიასთან მივიდნენ, ის ძალიან გახარებული იყო. შესაძლოა, მისი თამაში "ლუგანოსთან" ისეთი არ იყო, როგორც მან თავი გასულ ზამთარში დაგვამახსოვრა, თუმცა 24 წლის ნახევარმცველმა "ლუგანოსთან" თამაშისგან სიამოვნება მაინც მიიღო.

ვაკო სეზონის პირველ მატჩში მწვრთნელმა საერთოდ არ ათამაშა, ხოლო "თუნთან" (1:2) 64-ე წუთზე შეუშვა მოედანზე.

ამის გამო ვალერი გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს, თუმცა თავად გვილია ამბობს, რომ ივნისის დასაწყისში ის ამხანაგურ მატჩებში თამაშობდა და 100 პროცენტით მზად არ იყო სეზონის დასაწყისისთვის. ამიტომ ის მწვრთნელის გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა და საკუთარ თავზე მუშაობა გააგრძელა.

თამაშის შემქმნელი, რომელიც დიდ ტექნიკურ პოტენციალს ფლობს, "ლუგანოასთან" მატჩში ისეთი შესამჩნევი არ იყო, როგორც ჯერარდო სეონას ხელმძღვანელობის დროს, გასული სეზონის მეორე ნახევარში. თუმცა გვილია მატჩის შემდეგ ამაზე არ დარდობდა.

"საქმე ჩემ გამოსვლაში არაა. მთავარია, რომ მოვიგეთ", - თქვა გვილიამ ინგლისურად, თითქმის აქცენტის გარეშე, არადა, მარტში მას თარჯიმანი სჭირდებოდა.

მას ასევე გერმანულადაც შეუძლია საუბარი, თუმცა ინტერვიუს მიცემა ინგლისურ ენაზე ურჩევნია.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს საკუთარ როლზე გუნდში, ის ამბობს, რომ მთლიანად სურს, თავი გუნდს მიუძღვნას.

"ჩემი მიზანია, გუნდს დავეხმარო", - ეს სიტყვები ფარსი არ გეგონოთ. გვილია ამას თავისი თამაშით ამტკიცებს. "ლუგანოსთან" შეხვედრაში ის შეტევასთან ერთად დაცვით ფუნქციებსაც ასრულებდა.

altგვილია ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს და "ლუცერნმა" 2 წაგების შემდეგ გაიმარჯვა [VIDEO]

altვაკო გვილიას საუკეთესო მომენტები გასულ სეზონში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული