საბა კვირკველიას გუნდს სეზონის სტარტი ჩაუვარდა, მისი მწვრთნელი კი გულშემატკივრებს მოთმინებისაკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
წარუმატებელი სტარტი აიღო ახალ სეზონში რუსეთის ჩემპიონმა მოსკოვის "ლოკომოტივმა", რომლის ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველიაა.

"ლოკო" ჯერ რუსეთის სუპერთასზე დამატებით დროში დამარცხდა ცსკა-სთან, შემდეგ პრემიერლიგაზე "უფას" და "სპარტაკს" დაუზავდა (ორივე მატჩი 0:0 დასრულდა), 12 აგვისტოს კი სტუმრად "ორენბურგთან" კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით 0:1 წააგო და 3 ტურის შემდეგ 2 ქულით მე-14 ადგილზეა.

გუნდის მეკარე და დაცვა კია მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ გოლი ვერა და ვერ გააქვთ. ამიტომ გადაიყვანეს "კრასნოდარიდან" ნაკრების თავდამსხმელი ფიოდორ სმოლოვი და ბოლო შეხვედრაში ათამაშეს, მაგრამ ხეირი
ვერა ნახეს რა. არადა, რკინიგზელები შემოდგომიდან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაებმებიან.

გუნდის მწვრთნელმა იური სიომინმა გულშემატკივრებს ინსტაგრამით მიმართა. მან ჩავარდნა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფეხბურთელების მონაწილეობას დააბრალა, რის გამო მათ წინასასეზონო შეკრება ვერ გაიარეს, თქვა, რომ მოთმინებაა საჭირო, ყველაფერს გამოასწორებენ და მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

alt"ლოკომოტივს" საბა კვირკველიას შეძენა არ სურდა, თუმცა სიომინმა თავისი გაიტანა

altსაბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის პირველი ტურის სიმბოლურში მოხვდა

alt"ლესტერმა" საბა კვირკველიას პოზიციაზე მოთამაშე 22 წლის მცველი იყიდა

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე დიდი ეჭვი მაქ თუ ასე გაგრძელდა სიომინს უპინტრიშებენ, მოვა ვინმე უცხოელი და იტყვის კვირკველია ნელია, პასი არ უვარგა და თავს უკრავს ღრმა თადარიგში.
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული