გია გრიგალავა: ამის შესახებ მსაჯი უფრო კარგად გიპასუხებთ

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურში მოსკოვის ცსკა-სთან მატჩში გაძევების შემდეგ ჟურნალისტებმა კომენტარის გაკეთება "არსენალის" ქართველ მცველ გია გრიგალავას სთხოვეს.

29 წლის ქართველმა კი განაცხადა, რომ მას სათქმელი არაფერი აქვს და კითხვაზე მსაჯი უფრო კარგად უპასუხებდა.

შეგახსენებთ, რომ გრიგალავამ 67-ე წუთზე, როდესაც მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, ბურთი ხელით მოიგერია და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

"არსენალს" 4 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მე-11 საფეხურზე იმყოფება. მომდევნო ტურში ქალაქ ტულის კლუბი "როსტოვს" მიიღებს.

altგია გრიგალავა ცსკა-სთან მატჩში გააძევეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული