მან 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში - ბურთი კუთხურიდან მეკარისგან ახლო კუთხეში უცნაური ტრაექტორიით ჩაახვია, შემდეგ მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გიორგის პასით ვაჯებაჰ საკორმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე შეკრებილმა 8 114-მა მაყურებელმა ოვაციები გაუმართა გიორგის და მის გუნდს.
მოკლედ, 22 წლის ხარაიშვილმა მოკლე პერიოდში ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა.
მან მიმდინარე სეზონის 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
"გეტებორგი" 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გადავიდა და შემდეგ ტურში გასვლაზე "ნორკოპინგს" შეხვდება, იქამდე კი 23 აგვისტოს სტუმრად თასზე ქვედალიგურ "ტორნსს" ეთამაშება
გიორგი ხარაიშვილი: შვედეთის ჩემპიონატს ალღო ავუღე
ლეგიონის უქმეები: ხარაიშვილის გოლი რობენის სტილში [VIDEO]
გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატზე ისევ გაიტანა გოლი [VIDEO]