გიორგი ხარაიშვილის გოლი კუთხურიდან და მისი სუპერმატჩი შვედეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
შვედეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის დასკვნით მატჩში "გეტებორგმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ოსტერსუნდსი" და სტუმართა კარში გოლი ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა.

მან 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში - ბურთი კუთხურიდან მეკარისგან ახლო კუთხეში უცნაური ტრაექტორიით ჩაახვია, შემდეგ მეტოქემ ანგარიში გაათანაბრა და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გიორგის პასით ვაჯებაჰ საკორმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე შეკრებილმა 8 114-მა მაყურებელმა ოვაციები გაუმართა გიორგის და მის გუნდს.

მოკლედ, 22 წლის ხარაიშვილმა მოკლე პერიოდში ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და გუნდის წამყვანი ფეხბურთელი გახდა.

მან მიმდინარე სეზონის 15 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"გეტებორგი" 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გადავიდა და შემდეგ ტურში გასვლაზე "ნორკოპინგს" შეხვდება,  იქამდე კი 23 აგვისტოს სტუმრად თასზე ქვედალიგურ "ტორნსს" ეთამაშება

altგიორგი ხარაიშვილი: შვედეთის ჩემპიონატს ალღო ავუღე

altლეგიონის უქმეები: ხარაიშვილის გოლი რობენის სტილში [VIDEO]

altგიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატზე ისევ გაიტანა გოლი [VIDEO]

altგიორგი ხარაიშვილმა "იორებროს" გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
უჯაჯური მოლ :)
გიოშა
15:49 21-08-2018
0
ეს ბიჭი ნაკრებში იმსახურებს გამოძახებას და დვალიშვილების ადგილი იქ დიდი ხანია აღარააა
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული