ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქე გახდება? - ქართველ შემტევს ამისთვის გამოცდის ჩაბარება მოუწევს

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, ტალინის "ფლორას" ქართველი ფეხბურთელი ზაქარია ბეგლარიშვილი ესტონეთის მოქალაქე გახდება.

როგორც მან Sportall.ge-ს განუცხადა, ის ნოემბერში ესტონური ენის გამოცდას ჩააბარებს, რის შემდეგაც ამ ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს.

"ესტონეთის მოქალაქეობის მიღებას ვაპირებ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, გამოცდა ჩავაბარო.

უკვე დავრეგისტრირდი და გამოცდა 11 ნოემბერს იქნება.

ვფიქრობ, არ გამიჭირდება, რადგან ესტონურად კარგად ვლაპარაკობ, ასევე ვწერ და ვკითხულობ.

ესტონეთის ნაკრებში თამაშის შანსი? მათმა მწვრთნელმა რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში თქვა, რომ თუ მოქალაქეობას ავიღებდი და ფორმაში ვიქნებოდი, გამომიძახებდა.

ასე რომ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

რას ვიზამ,
თუ ესტონეთის ნაკრებში თამაშის ჩატარებამდე საქართველოს ნაკრებში დამიძახებენ? ამ ეტაპზე მაგ კითხვაზე პასუხის გაცემას საჭიროდ არ ვთვლი", - გვითხრა ბეგლარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბეგლარიშვილს ესტონეთის მიმდინარე ჩემპიონატში 22 მატჩში 19 ბურთი აქვს შეგდებული, რითაც ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე იმყოფება და მე-2 პოზიციაზე მყოფ რომან დებელკოს ერთით, ხოლო ლიდერ ლილიუს 6 გოლით ჩამორჩება.

altზაქარია ბეგლარიშვილის ულამაზესი გოლი ესტონეთის ჩემპიონატში [VIDEO]


alt"ვაისი ჩემით არასდროს დაინტერესებულა, ესტონეთის ნაკრებში კი შანსი მომეცემა"



მკითხველის კომენტარები / 9 /
მაქვს მისი ტამაშები ნანახი ფლორაში და მართლა იმსახურებს ნაკრებში გამოძAხებას.შეგილიათ ნახოთ თქვენც
jkjh
23 აგვისტო 2018 00:37
1
ზაქრო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, ის აიაქსის სკოლაშიც კი იყო 6 თვე ვინც არიცის, მერე მოხდა ისე რომ ძალიან უნდოდათ მისი დატოვება მაგრამ ქართულმა სენმა იჩინა თავი და ჩვენმა ქართველებმა ზაქროში აიაქსს მოთხოვეს სოლიდური თანხა რაზეც უარი ტკიცეს და გამოუშვეს უკან, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა... მას მერე შანსი არმისცემია იქნებ რაშეუძლია, ესტონელებს ისე დავცინით გეგონება ჩვენი ჩემპიონატი აღემატებოდაეს მაგათსას რამით. გოლები გააქვს სრული სათამაშო პრაქტიკა აქვს მაგრამ სრული იგნორი, ახლა უკვე შესთავაზეს ესტონელებმა მოქალაქეობა, ნაკრებში თამაში და რატიომაც არა წლებია იქ არის, თავისს შანსს გამოიყენებს და აი მერე კლავიატურის მგლები დაუწყებენ გინებას მოღალატეაო, სეკაი დედმამიშვილო სადიყავი აქამდე 4 სეზონია ბომბარდირია თუ ბომბარდირი არარ 3 -ეულში ტრიალებს სეზონში საშუალოდ 17-20 გოლი გააქვს. წარმატებები ბეგლარას, სადაც დაგაფასებენ იქ უნდა იყო! არვამტყუნებ ამ კაცს!!!
ძეკე
23 აგვისტო 2018 00:03
0
ესტონეთი რეიტინგში რომელ ადგილზეა და საქართველო რომელ ადგილზეა, მოდით, ამის მიხედვითაც იმსჯელეთ, დონეს რომ უწუნებთ ესტონეთის ჩემპიონატს. საქართველოს ჩემპიონატიდან იწვევენ თავდამსხმელებს ნაკრებში, რომ კარგად გაიყიდონ შემდეგ უცხოეთში და ერთი შანსი არ მისცეს ამ კაცს, თუნდაც - ამხანაგურ თამაშებში, რომ თავი გამოეჩინა. სამაგიეროდ, დვალიშვილს ხომ იწვევდა და დაარბენინებდა აქეთ-იქით ვაისი? რა შედეგი?!
ალეკო
22 აგვისტო 2018 21:40
1
ვინ გვყავს ამაზე უფრო შედეგიანი თავდამსხმელი? ბომბარდირი! ხო, რა თქმა უნდა, დვალიშვილი. კინაღამ დამავიწყდა.
ალეკო
22 აგვისტო 2018 21:36
1
მდაა...პროფესორებო დაასახელეთ ბოლო 10 წლის განმავლობაში ისეთი ქართველი თავდახსმელი ვისაც 20 ბურთამდის გააქვს ...თუნდაც "ყანის " ჩემპიონატებში და საერთოდ ვინმე თავდახსმელი გვყავს კიი ...?! მჭედლიძე და ქვილითაია რა დღეშიც არიან ვიცით ...აი ეგეთ მიდგომამ დაღუპა ჩვენი ნაკრები ...ის სოფლელია ( ქუთაის ზუგდიდს და ბათუმის და სხვა რეგიონელ ფეხბურთელებზე რომ იდძახოდნენ ადრე )...მარტო ვაკელებს უნდა ეთამაშად თურმე 3 ძმას და მის საძმაკაცოს და თუ კი ვინმესი შვილი იყო ან სასწრაფოდ გასაყიდი იყო ....(მაგალითისთვის ჯანაშია ის სოფლის გუნდში მოსკოვის ლოკომოტივში თამაშობდა იმ დროს ....დიდად არც აშვეთია და ასათიანი ევასებოდათ სანამ რუსეთს არ თხარა ) კიდევ იყო ცხონებული აფხაზავა 2-3 საზონი კიევის არსენალში 25 ბურთამდის გაქონდა ყოველ საზონში თან იმ დროს როდესაც შევჩენკო რებროვი და დემეტრაძე გრიმიტობდნენ ..,ვინმეს ნაკრებში ახსოვს ზამენაზეც კი ..?! რა ვერ მიხვდით არ ყავს საქართველოს არც ფეხბურთელი და არც უბრალო მოქალაქე დასაკარგავი ....!!!!
auee
22 აგვისტო 2018 17:37
2
სჯობს ისევ ესტონეთს მიაწვე თორემ ჩვენს ნაკრებში შენი მსგავსი მინიმუმ 30 კაცი გვყავს შენს პოზიციაზე!
kika
22 აგვისტო 2018 16:46
10
ამ ბიჭს რომ ითხოვენ ნაკრებში მაგრად მეცინება ხოლმე :D პირველ ადგილზე ვინც არის ბომბარდირებში, 6 გოლით რომ ჩამორჩება, მალტის და კვიპროსის გუნდებში სკამზე იჯდა :) დინამოში ვოსკობოინოკოვი თუ რაღაც უბედურება რომ იყო, სულ სკამზე იჯდა, წავიდა და 30 წლის ასაკში ბომბარდირი გახდა მაგ ყანა ჩემპიონატში :D ვის მაგივრად იძახებთ ამ ბიჭს მაგრად მაინტერესებს)))) ოქრიაშვილის,ჯანოს,ჩაკვეტაძის,ყაზაიშვილის თუ ვის?)))) გვილია, კანკავა, აბურჯანია)))) ჭანტურიას კიტეიშვილის და სხვა ბევრის ადგილი ვერ გამოინახა ნაკრებში და ბეგლარიშვილს რა უნდა ))) :D
Tbiliseli
22 აგვისტო 2018 16:22
6
ნაკრებისთვის შესაფერისი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის.. ესტონეთის ჩემპიონატის ფეხბურთელებს სანატრელად ნუ გავიხდით.. წარმატებები ბატონ ბეგლარს.. ყველას ინდივიდუალურად მინიჭებული ცხოვრების წარმართვის უფლება აქვს... მე პირადად გული არ დამწყდება.
A
22 აგვისტო 2018 16:05
4
საქართველოს ნაკრებში დიდი ალბათობით არ დაგიძახებენ და კარიერას ნუ გაიფუჭებ,აიღე მოქალაქეობა და ესტონეთის ნაკრებში თუ დაგიძახეს მეტ ავტორიტეტსაც მოიხვეჭავ
vax-vax
22 აგვისტო 2018 12:14
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული