"საბურთალოდან" გადასვლის შემდეგ ხარაიშვილმა შვედურ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მასში იყო ჩადებული პუნქტი, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულება, შესაძლოა, 3-4-წლით გახანგრძლივებულიყო.
შვედი ჟურნალისტები გიორგის შესახებ "გეტებორგის" სპორტულ დირექტორ მატს გრინს დაეკითხნენ, რომელმაც განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
თუმცა, ადგილობრივი მედია ამტკიცებს, რომ კლუბი ხარაიშვილს კონტრაქტს აუცილებლად გაუხანგრძლივებს.
შეგახსენებთ, რომ "გეტებორგმა" 22 წლის ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დაიმატა.
მან "ოლსვენსკანში" (უმაღლესი ლიგა) 15 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო.
გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს
გიორგი ხარაიშვილის გოლი კუთხურიდან და მისი სუპერმატჩი შვედეთში [VIDEO]