ოთარ კაკაბაძის ტრანსფერი ლა ლიგაში კიდევ უფრო რეალური ხდება - "ხიმნასტიკმა" ქართველის პოზიციაზე ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
"ხიმნასტიკის" ოფიციალურმა გვერდმა გვაუწყა, რომ კლუბმა ფრანგული "ნიმიდან" 30 წლის ალჟირელი მარჯვენა მცველი ლიასინე კადამურო დაიმატა.

ეს ტრანსფერი კი ჩვენთვის იმიტომაა საინტერესო, რომ კადამურო ზუსტად იდენტურ პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ესპანური მედია აქტიურად ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ტარაგონელები ოთარის გაშვებას იმ შემთხვევაში დათანხმდებოდნენ, თუ მის შემცვლელს იპოვიდნენ.

თავად კაკაბაძემ ჩვენთან კომენტარში განაცხადა, რომ დაინტერესება რეალური იყო და მისი ტრანსფერის ალბათობა 50-50-ზე გახლდათ.

კადამუროს "ხიმნასტიკში" გადასვლის შემდეგ Besoccer.com-ი წერს, რომ ახლა კაკაბაძეს წასვლა
შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველის სახელს "ხეტაფეს" უკავშირებენ.

altოთარ კაკაბაძე: დღე-დღეზე ველოდები კონტრაქტს პრიმერა დივიზიონის კლუბისგან

altჭორი თუ რეალობა? - ოთარ კაკაბაძე ლა ლიგაში მოთამაშე მადრიდული კლუბის სამიზნეა

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა რეალური ხდება ხეტაფემ მის პოზიციაზე ფეხბურთელი დაიმატა.
ლუკა
23:07 23-08-2018
0
მიდი ოთარ, მარსელოზე მაგარი ხარ!
Dinamo
18:24 23-08-2018
0

სიახლეები პოპულარული