კიტეიშვილი "ვოლფსბერგერთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-5 ტურში "შტურმი" სტუმრად დაუზავდა "ვოლფსბერგერს" (1:1) და ამ მატჩში საგოლე გადაცემა გრაცელთა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა.

ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძლებმა გახსნეს, შესვენების შემდეგ კი ოთარმა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, შეცვლაზე შესულ მარკოს პინკს საგოლედ უპასა.

ავსტრიული პრესა აღნიშნავს, რომ კიტეიშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მოკლედ, ახალ გუნდში გადასვლისთანავე მან ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრა ადგილი და "შტურმის" წამყვანი ფეხბურთელიც გახდა.

"შტურმი" 8 ქულით მე-4 ადგილზეა და 2 სექტემბერს "რაპიდს" მასპინძლობს.

altლეგიონის უქმეები: 3 გოლი, მჭედლიძის დაბრუნება, კიტეიშვილის დებიუტი

[VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ოთარამ იცის როგორ შეურწყას ერთმანეთს ინდივიდუალიზმი და გუნდური თამაში
შაკო
26 აგვისტო 2018 22:22
0
ოთარ! გვახარებ და გვეამაყები! სულ ზევით, ზევით, მაღლა და მაღლა!!! დიდი წარმატებების მოლოდინში ვარ!!!
N
26 აგვისტო 2018 18:23
0
წარმატებები!
Vakhtang Lobzhanidze
26 აგვისტო 2018 12:41
0
კიტე კაი ბიჭია, მშრომელი და რაც მთავარია ბურთი იცის.
ძეკე
26 აგვისტო 2018 11:47
0
ამ ბიჯჭს უყვარს ფეხბურთი, მონდომებულია, ბევრს შრომობს მინდორზე,დარწმყნებულივარ ბევრს მიაღწევს
ემირი
26 აგვისტო 2018 02:06
0

სიახლეები პოპულარული