წყარო ასევე ავრცელებს ცნობას, რომ ვაკო გვილიას გუნდი მარჯვენა მცველს ეძებს და 23 წლის ქართველიც მთავარი კანდიდატურაა.
საიტი კაკაბაძის ყოფილ კლუბებზე წერს და ამბობს, რომ "ლუცერნს" მისი ყიდვა დაახლოებით, 0,5 მილიონი ევრო დაუჯდება.
გუნდი ჯერ ტრანსფერს არ ადასტურებს, თუმცა Luzernerzeitung.ch-ს თქმით, ოთარი უახლოეს დღეებში ჩავა შვეიცარიაში და შესაძლოა, 2 სექტემბერს "გრასჰოპერსთან" საშინაო შეხვედრაშიც ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ნაკრების მცველი კარიერას ლა ლიგაში განაგრძობდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
რაც შეეხება "ლუცერნს", მოგეხსენებათ, აღნიშნულ კლუბში კიდევ ერთი ქართველი, ვაკო გვილია უკვე ასპარეზობს.
ოთარ კაკაბაძე: დღე-დღეზე ველოდები კონტრაქტს პრიმერა დივიზიონის კლუბისგან
ჭორი თუ რეალობა? - ოთარ კაკაბაძე ლა ლიგაში მოთამაშე მადრიდული კლუბის სამიზნეა