ვაკოს დუბლი და საგოლე გადაცემა - ქართველის სუპერმატჩი ამერიკაში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 აგვისტოს, თბილისის დროით 06:30 საათზე მლს-ის 26-ე ტურში ქართველების "სან ხოსემ" "დალასი" 4:3 დაამარცხა.

ვაკო ყაზაიშვილმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან მლს-ის დასავლეთ დივიზიონის პირველადგილოსან გუნდს დუბლი შეუსრულა და გადამწყვეტი საგოლე გადაცემაც გააკეთა, რისი საშუალებითაც მათ შეხვედრა მოიგეს.

ყაზაიშვილმა თავი მე-15 და 42-ე წუთებზე გამოიჩინა. პირველი გოლის დროს მეტოქის მცველების დაბნეულობით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, მეორე გოლის შემთხვევაში კი თავისი ტექნიკური შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინა და გულშემატკივარს ულამაზესი გოლი შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, მატჩის 62-ე წუთამდე ანგარიში 3:3 იყო,
თუმცა ბოლოს ისევ ჩვენებურმა გამოიჩინა თავი და ვონდოლოვსკმა მისი პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მეორე ქართველს, გურამ კაშიამაც შეხვედრა სრულად ჩაატარა. მიუხედავად გამარჯვებისა, ქართველთა გუნდი კონფერენციაში ბოლო ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 18 ქულა აშორებთ.

ვაკო ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რაც შეეხება კაშიას აშკარად არ ყოფნის სისწრაფე. თუ არ ჩამოვა საერთოდ დიდ სირცხვილს გადაურჩება! ვერ არის ფორმაში! მაგრამ კობიაშვილი და ლგბტ თემი ინვალიდის ეტლითაც რომ იყოს, მაინც ათამაშებენ! უეფას და მსოფლიო ლგბტ-ს კოჭი ხომ უნდა გაუგორონ! ცოდვაა კაშია, მაგარ გაუგებრობაშია მოხვედრილი. გადააქციეს ქართველი კაცი ლგბტ-ს დროშად!
aburjga
08:31 31-08-2018
2
სან ხოსეს 7 ნომერმა რომ მესამე გოლი შეაგდო არიენ რობენის სტილში ნამდვილი შედევრი იყო! ძალიან კარგ გახსნილ ფეხბურთს თამაშობენ. მალე გაიზრდება ეს ლიგა და 5 წელიწადში ნბა -ს მსგავსად უძლიერესი იქნება!
aburjga
08:26 31-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული