ხარაიშვილმა 90-ე წუთზე პენალტი გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა

AutoSharing Option
შვედეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში "გეტებორგმა" სტუმრად "დალკურდთან" გაჭირვებით დააღწია დამარცხებას თავი ქართველი ნახევარმცველის გიორგი ხარაიშვილის მიერ 90-ე წუთზე გატანილი პენალტით (1:1).

მასპინძლები 32-ე წუთზე დაწინაურდნენ, 90-ე წუთზე კი მათმა ფეხბურთელმა საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და თერთმეტმეტრიანით თავის გუნდს ქულა ხარაიშვილმა მოუპოვა.

"გეტებორგი" 23 ქულით მე-11 ადგილზეა და 16 სექტემბერს "ელფსბორგს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული