მას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ უნდა - გიორგი ლორიამ "კრილია სოვეტოვი" დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ რუსული "კრილია სოვეტოვი" დატოვა.

"გიორგი საქართველოს ნაკრების მეკარეა და მას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა არ უნდა, მას თამაშის სურვილი აქვს. ამასთან ერთად, ჩვენ ორი მეკარე გვყავს რუსული პასპორტით, რიჟიკოვი და კონოუხოვი. პირველ რიგში კი, რუსული პასპორტის არმქონე ჟოან მოლოსთვის ადგილი გვესაჭიროებოდა" - განაცხადა "კრილია სოვეტოვის" დირექტორმა ალექსანდ შიკუნოვმა.

გიორგი ლორია სამარულ კლუბში 2015 წელს "ოლიმპიაკოსიდან" გადავიდა. წინა სეზონში კი მახაჭყალის "ანჟიში" იყო განათხოვრებული.

ჯამში მან "კრილია სოვეტოვის" მაისურით რუსეთის პრემიერლიგაში 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რუსულმა კლუბმა
მას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

altგიორგი ლორიამ ამხანაგურ შეხვედრაში ხუთი გოლი გაუშვა

altგიორგი ლორია "კრილია სოვეტოვში" დაბრუნდა და ახალი კონტრაქტი გააფორმა

altგიორგი ლორია: ჩემი გადაწყვეტილება იმ მომენტში არასწორი იყო

მკითხველის კომენტარები / 5 /
სატრანსფერო ფანჯრები მგონი ყველგან დაიხურა და ახლა სად მიდის?ისე სადაც მივა,კიკინის გარეშე რომ მივიდეს,მე მგონი უკეთესი იქნება.
სოსო
12 სექტემბერი 2018 19:44
12
მე აქ არაფერს მივანიშნებ.მშვენიერი ბიჭია და ეს "ფილტი კრუშკები" სერიოზულ იერს უკარგავს.სადაც მივა,წარმატებებს ვუსურვებ გიორგის.მისი ფორმაში ყოფნა,მგონი ყველაზე ძალიან სჭირდება ახლა ნაკრებს.
სოსო
13 სექტემბერი 2018 15:52
1
ისტორიაში შევა როგორც პირველი "კიკინიანი " მეკარე საქართველოს ნაკრების
gujaa
12 სექტემბერი 2018 22:31
17
წარმატებები გიორგის!
გადასარევი გიორგი
12 სექტემბერი 2018 21:52
0
რაც ნაკჯლებად დაინტერესდებიან ქართველი ფეხბურთელები რუსეთით მით უკეთესი როგორც მათი კარიერისთვის ისე ქვეყნისთვის.
sani
13 სექტემბერი 2018 13:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული