ქართული ლეგიონის შაბათის მონაგარი: ერთი გოლი თამაშიდან და ორი თერთმეტმეტრიანიდან

AutoSharing Option
გუშინ ქართველი ლეგიონერებიდან გოლი თამაშიდან მხოლოდ ზაქარია ბეგლარიშვილმა გაიტანა, თერთმეტმეტრიანი კი ვაკო გვილიამ და გურამ ლუკავამ შეასრულეს ზუსტად.

ესტონეთი. პრემიუმ ლიგა. 27-ე ტური. "ფლორა" - "ტრანსი" 2:2. 408 მაყურებელი. ამ შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა ზაქარია ბეგლარიშვილმა გახსნა. ბეგლარიშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მან ჩემპიონატის 26 მატჩში 22-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა. მე-8 ტური. სპარტაკი - ზილინა 1:2. 5 583 მაყურებელი. "სპარტაკის" თავდამსხმელი დავით სხირტლაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზ შეცვალეს, ხოლო მისი თანაგუნდელი ჰავბეკი ვახტანგ ჭანტურიშვილი განაცხადში
არ ყოფილა.

ავსტრია. ბუნდესლიგა. მე-7 ტური. ადმირა - შტურმი 2:3. 2 400 მაყურებელი. გრაცელთა ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი სასტარტოში იყო და 57-ე წუთზე შეცვალეს.

დანია. სუპერლიგა. მე-8 ტური. "ნორდსიელანდი" - "რანდერსი" 4:1. 2 312 მაყურებელი. სტუმართა გუნდის ლიდერი საბა ლობჟანიძე ძირითადში იყო და 61-ე წუთზე შეცვალეს.

ხორვატია. NHL. მე-7 ტური. გორიცა - დინამო 0:1. მასპინძელთა გუნდის მცველმა გიორგი მჭედლიშვილმა შეუცვლელად ითამაშა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა. მე-8 ტური. ვისლა - მიედზი 2:2. 3 892 მაყურებელი. პლოცკელთა ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი ძირითადში იყო და 73-ე წუთზე შეცვალეს.

პიასტი - არკა 1:0. 4 003 მაყურებელი. სტუმართა შემტევი ლუკა ზარანდია ძირითადში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.

უკრაინა. პრემიერლიგა. მე-8 ტური, ოლეკსანდრია - შახტარი 0:2. 5 010 მაყურებელი. დონბასური გუნდის მცველმა დავით ხოჭოლავამ შეუცვლელად ითამაშა.

კარპატი - ვორსკლა 0:1. 1 756 მაყურებელი. პოლტავურ გუნდში ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი მცველი ანდრო გიორგაძე კი სათადარიგო იყო.

რუსეთი. პრემიერლიგა. მე-7 ტური. უფა - ცსკა 0:3. 7 129 მაყურებელი. უფელთა მცველმა ჯიმი ტაბიძემ შეუცვლელად იასპარეზა.

არსენალი - კრილია სოვეტოვი 4:0. 10 130 მაყურებელი. ტულელთა ცენტრბეკმა გია გრიგალავამ სრულად ითამაშა.

ბელარუსი. პრემიერლიგა. მე-20 ტური. შახტიორი - დინამო 0:0. 3 300 მაყურებელი. მინსკელთა მცველი გიორგი ნავალოვსკი სასტარტოში იყო და 85-ე წუთზე შეცვალეს.

ლატვია. ვირსლიგა. 21-ე ტური. ვალმეირა - იელგავა 1:4. იელგაველთა ნახევარმცველმა გურამ ლუკავამ შეუცვლელად ითამაშა და პენალტი გაიტანა.

ლიეპაი - რიგასი 1:0. დედაქალაქელთა რიგებში შეუცვლელად იასპარეზეს ნიკა სანდოხაძემ და ლაშა შერგელაშვილმა, ბექა ვაჩიბერაძემ მატჩი ძირითადში დაიწყო და 58-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ირაკლი სიხარულიძე სათადარიგო იყო.

უნგრეთი. NB 1. მე-8 ტური. დოჟა - დებრეცენი 1:0. 2 595 მაყურებელი. მასპინძელთა ფორვარდი გიორგი ბერიძე 66-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

პუშკაშ აკადემია - ვიდეოტონი 2:1. 1 728 მაყურებელი. მასპინძელთა თავდამსხმელი ბაჩანა არაბული ძირითადში იყო და 49-ე წუთზე შეცვალეს.

შვეიცარია. თასი. სერვეტი - ლუცერნი 3:3 (ძირითადი დრო 2:2, პენ 4:5). 1 227 მაყურებელი. ვაკო გვილია მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე და თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიში 3:2 გახადა, ოთარ კაკაბაძე კი 72-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში და საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
Timothy Melia ეს არის კანზას სიტის მეკარე.ამერიკაში დაბადებულია,იქნებ ჟურნალისტებმა გაარკვიოთ ქართველი მელიაა თუ სხვაგანაც არიან მელიები :-) როგორც იტალიაში ლორია არის გვარი და იაპონიაში ოჩიგავა :-) არადა საკმაოდ კარგი მეკარეა.გამოგვადგებოდა ნაკრებში.
1
16 სექტემბერი 2018 06:56
1
გოროზიას გუნდმაც მოიგო ახლოს არიან ვერცხლის მედალთან, თუ ბევრი გვყავს მასეთი რატო არ წერთ ?
rolandi
16 სექტემბერი 2018 14:37
3
ადმინ,დანიაში,საბა ლობჟანიძის გუმდის თამაშზე,მაყურებრლთა რაოდენობასაც გვაცნობებთ,მაგრამ ანგარიშის ჩვენება დაგავიწყდათ.იქნებ შეასწოროთ?
სტატისტიკას რომ შევხედე,შეცვლების რაოდენობა მეცა თვალში,მეტი წილი ან შეცვალეს,ან შეცვლაზე შევიდა.რას უნდა ნიშნავდეს ეს?ლეგიონერი სკამზე საჯდომად არავის არ უნდა,ესე იგი ფიზიკურად ვერ ქაჩავენ?
სოსო
16 სექტემბერი 2018 09:24
3
ბეგლარაშვილი სუსტ ჩემპიონატში თამაშობსო.არ ჯობია სუსტ ჩემპიონატში ნ ხარისხში სტაბილურად მოთამაშე და თითქმის ყველა მატჩში გოლის გამტანი ფეხბურტელი ძლიერ ჩემპიონატში მონაწილე ისეთ ფეხბურთელს რომელიც უმეტესად სკამზე ზის??
euhh
17 სექტემბერი 2018 14:45
0
შაბათ კვირას არმოძრაობს ტრანსპორტი ევროპიდან და ვერმოაქვს ესემესბი?თუ სიმართლე ატავის აღარ უნდა ამ ქვეყანაში?ბილწ სიტყვებზეა ცენზურა თუ სიმართლეზე???
euhh
17 სექტემბერი 2018 14:42
0

სიახლეები პოპულარული