მატჩს "სიტი არენაზე" 17 114 მაყურებელი დაესწრო და გამარჯვების გოლი მასპინძელთა 20 წლის მცველმა მატეი ორავეცმა 79-ე წუთზე გაიტანა.
ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩატარა "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა.
"პატარა რომაელებმა" (გუნდის თიკუნია) ღირსეულად იბრძოლეს და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვესო, აღნიშნავს კლუბის საიტი.
"დიდებული შეგრძნებაა. ჩვენ დიდი ფეხბურთი ვითამაშეთ. წინა რაუნდებშიც წარმატებით გამოვიყენეთ ეს ტაქტიკა და ამჯერად ოდნავ ტრანსფორმირებულად ვითამაშეთ: ძირითადად თავს ვიცავდით და ჩვენს შანსს
4 ოქტომბერს, შემდეგ ტურში ჭანტურიშვილის გუნდი სტუმრად "ფენერბახჩეს" ხვდება.
ევროპა ლიგა. I ტური: ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ კობახიძემ და ჭანტურიშვილმა ითამაშეს