ჭანტურიშვილის "სპარტაკის" მოგებით მთელი საფეხბურთო სლოვაკეთი აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
ტრნავაში ადგილობრივი "სპარტაკის" მიერ ევროპა ლიგის პირველ ტურში "ანდერლეხტის" დამარცხებით (1:0) აღფრთოვანებულია მთელი საფეხბურთო სლოვაკეთი.

მატჩს "სიტი არენაზე" 17 114 მაყურებელი დაესწრო და გამარჯვების გოლი მასპინძელთა 20 წლის მცველმა მატეი ორავეცმა 79-ე წუთზე გაიტანა.

ეს შეხვედრა შეუცვლელად ჩატარა "სპარტაკის" ქართველმა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა.

"პატარა რომაელებმა" (გუნდის თიკუნია) ღირსეულად იბრძოლეს და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვესო, აღნიშნავს კლუბის საიტი.

"დიდებული შეგრძნებაა. ჩვენ დიდი ფეხბურთი ვითამაშეთ. წინა რაუნდებშიც წარმატებით გამოვიყენეთ ეს ტაქტიკა და ამჯერად ოდნავ ტრანსფორმირებულად ვითამაშეთ: ძირითადად თავს ვიცავდით და ჩვენს შანსს
ველოდით. ველოდით და გამოვიყენეთ კიდეც", - განაცხადა გუნდის მწვრთნელმა რადოსლავ ლატალმა.

4 ოქტომბერს, შემდეგ ტურში ჭანტურიშვილის გუნდი სტუმრად "ფენერბახჩეს" ხვდება.

altევროპა ლიგა. I ტური: ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ კობახიძემ და ჭანტურიშვილმა ითამაშეს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭანტურიშვილის გარდა, მაგ გუნდში სხირტლაძეც რო თამაშობს, არ აღიარებს ეს საიტი მაგ ფაქტს? :D :D
ტრახენბერგი
11:47 21-09-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული