"დეილი მეილმა" სანდრო კობახიძეს 5-იანი დაუწერა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ ტურში პირთამდე სავსე "ემირეითსზე" (მატჩს 59 039 მაყურებელი დაესწრო) "ვორსკლა" "არსენალთან" 2:4 დამარცხდა.

პოლტაველთა გუნდის ქართველი ლეგიონერი სანდრო კობახიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს, მისი თანაგუნდელი მცველი ანდრო გიორგაძე კი სათადარიგო იყო.

"დეილი მეილმა" ასე შეაფასა ორივე გუნდის თამაში:

არსენალი: ლენო 6, ლიხტშტაინერი 7, ჰოლდინგი 6.5, სოკრატისი 6.5, მონრეალი 7, ელნენი 7, ტორეირა 6.5 (გენდუზი, 58 6), უელბეკი 7.5, მხითარიანი 8, ივობი 7.5 (სმიტ-როუ, 70 6), ობამეიანგი 8.5 (იოზილი, 58 6.5)

მწვრთნელი: ემერი 7.5

ვორსკლა:
შუსტი 6, პედრუტა 6, დალკუ 5, ჩესნაკოვი 5, არტური 6, კობახიძე 5 (სერგიიჩუკი, 78), შარპარი 5.5, კრავჩენკო 6 (სკლიარი, 70), რებენოკი 5.5, კულაჩი 5 (კარეკა, 75), კოლომოეცი 5.5

მწვრთნელი: საჩკო 5.5

altევროპა ლიგა. I ტური: ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ კობახიძემ და ჭანტურიშვილმა ითამაშეს

მკითხველის კომენტარები / 6 /
კაცმა თქვა ორივე გუნდში ყველაზე დაბალი შეფასებააო და ამინუსებენ :)) რას ამინუსებთ, 5-ზე ნაკლები აქვს ვინმეს?! ანუ კობახიძე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იყო მოედანზე. რაც შეეხება ნაკრებს, როცა თამაშობდა, მაშინ ნამდვილად არ თამაშობდა კარგად და ახლა მითუმეტეს აღარაა მისი ადგილი. ისე, გულით კი თამაშობდა ყოველთვის და ამისთვის მადლობა.
Modric
12:51 21-09-2018
0
რა საამაყო ეგაა, რა გაგვახარეთ?!
0

სიახლეები პოპულარული