მამარდაშვილის საოცარი მოგერიება - "ვალენსიამ" კატალონიიდან ქულა წაიღო [VIDEO]

AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
AUTO PLAY
ლა ლიგის 28-ე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ჟირონას“ დაუზავდა - 1:1.

კატალონიური გუნდი უპირატესობას ფლობდა, პირველი ყველაზე სახიფათო მომენტი შესვენების შემდეგ შექმნეს, როდესაც ყველას გოლი გარდაუვალი ეგონა, მაგრამ მარტინესის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა საოცარ ნახტომში მოიგერია. სწრაფი კონტრიერიშისას კი „ღამურები“ ლოპესმა დააწინაურა. თუმცა, მალე სტუანიმ თავურით ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა ზეწოლა გააძლიერეს, დანჯუმას და ასპრილიას გატანა გიორგიმ არ დაანება და მატჩი ფრედ დასრულდა.

ქართველი მეკარის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.0, whoscored 6.9, flashscore 6.7.

„ვალენსია“ ბოლო 3 შეხვედრაში არ
დამარცხებულა (2 ფრე და 1 მოგება), ამ მომენტისთვის 28 ქულით მე-16 ადგილზეა და 30 მარტს „მალიორკას“ უმასპინძლებს.

ჟირონა. „მონტილივი“
ჟირონა - ვალენსია 1:1
გოლები: 0:1 ლოპესი (58), 1:1 სტუანი (64)

alt"ვიცი, რომ ახლა საუკეთესო ფორმაში არ ვარ, მაგრამ..." - მამარდაშვილმა დაშვებული შეცდომის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა

მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდი მადლობა ჩემს საყვარელ საიტს ქუთაისიდან, მადლობა, რომ მამარდაშვილი შემიქეთ.
ქუთაისელი ფანი
19:47 16-03-2025
0
ბიჭო, აქ რომ წერთ ომახიან კომენტარებს, სანიოლი იდიოტი და არაპროფესიონალიაო. მიდით და გაანათლეთ, არა მგონია ამპარტავანი კაცი იყოს და სასარგებლო რჩევებზე უარი თქვას... რაც შეეხება ძირითადში დაყენებას, რა თქვა ასეთი მიუღებელი? ძალიან დატვირთულები არიან და კარგი იქნება თუ დავასვენებთო ხომ? ვფიქრობ ეს კაცი ადამიანური გადასახედიდანაც მართალია და პროფესიულიდანაც! პროფესიული თვალსაზრისით, ვფიქრობ ეყრდნობა მის ხელთ არსებულ იმედისმომცემ რესურსებს და მე პირადად ვიზიარებ ასეთ მიდგომას. თუ მყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა თაობა და აქედან გამომდინარე,ფუფუნება, რომ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მივცე თავს იმის უფლება, რომ ასეთი მატჩები ნაწილობრივ მაინც გამოვიყენო როტაციისთვის და ერთის მხრივ გამოვცადო და დავაკვირდე ამ ბიჭებს, მეორეს მხრივ კი, თვითონ ბიჭებს მივცე ნაკრებში თამაშის გამოცდილების მიღების შანსი და მასთან ერთად იმედიც, რომ იცოდნენ, რომ მასზე იმედებს ამყარებენ და ესეიგი, უფრო ინტენსიურად უნდა იშრომონ, რომ მუდმივად ჰქონდეთ ნაკრებში შანსის მიღების პერსპექტივა, თუ ასე არაა? რას ხედავთ ამაში ცუდს? ფაქტებიც სანიოლის სასარგებლოდ მეტყველებენ ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ამ კაცმა შეძლო ის, რასაც აქამდე ვერავინ ახერხებდა! თითო-ოროლა ნიჭიერი ტალანტი ჩვენი ნაკრების ყვალა თაობაში გვყავდა, მაგრამ, რატომღაც მხოლოდ სანიოლიმ შეძლო ასეთი ტალანტების სწორად გამოყენება და წარმატების მიღწევა! თუ ესეც ტყუილია? მოკლედ, ჩემი აზრით, კომიკური და სამწუხაროცაა, ამ
უვიცი კომენტატორებისგან წამოსული უსუსური კრიტიკა! არ ხართ ბაბუა თქვენ ფეხბურთის სექსპერტები და წამოწეით და უყურეთ ტელევიზორში... მულტფილმებს... :) გაერთობით მაინცაა!
გურულო
13:49 16-03-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული