დავით ხოჭოლავა: კვირაში სამი თამაშის ჩატარება რთულია

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარი" უკრაინის ჩემპიონატში ოდესის "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდება.  უკრაინული გრანდის ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ დონეცკელთა ოფიციალურ გვერდს ინტერვიუ მისცა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

- დავით, როგორ მდგომარეობაშია გუნდი და მოასწარი თუ არა "ჩერნომორეცთან" მატჩისთვის ძალების აღდგენა?
- კვირაში სამი მატჩის გამართვა, რა თქმა უნდა, რთულია როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, მაგრამ ჩვენ შესანიშნავი ექიმები, ფიზიოთერაპევტები და მასაჟისტები გვყავს, ისინი გვეხმარებიან სწრაფად აღდგენაში.

- როგორია ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან უკრაინის პრემიერლიგაზე გადართვა?
-
რთული არ არის. მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ოპონენტი მწვრთნელები ჩვენგან მოითხოვენ
რომ საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ. აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაციის გამოჩენა ნებისმიერ მატჩში მთელი სეზონის განმავლობაში.

- "ჩერნომორეცთან" როგორ ფეხბურთს ითამაშებთ?
- ოდესელები ამ სეზონში კარგათ თამაშობენ, ყველა მოწინაღმდეგესთან ბრძოლაა საჭირო. ისინი ჩვენთან ტაქტიკას შეცვლიან და ეცდებიან დაცვაში ითამაშონ და კონტრშეტევებზე გადმოვიდნენ. ასევე ნუ დაგვავიწყდება სტანდარტული მდგომარეობა - "ჩერნომორეცის" ძლიერი მხარე. ამ კომპონენტში მათ ძალიან ძლიერი შემსრულებლები ჰყავთ.

- როგორ უნდა ითამაშო ისეთ გუნდებთან ვინც თითქმის მთელი თამაში დაცვაში დგას?
-
მთავარია საკუთარ კართან კონცენტრირებულებმა ვითამაშოთ, იმიტომ რომ ასეთ მეტოქეებთან შეტევაში დიდი ძალებით გადავდივართ. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ფეხბურთელებმა, ვინც უკან დარჩებიან ბურთისთვის იბრძოლონ და მეტოქეს კონტრშეტევაზე გადმოსვლის საშულება არ მისცენ. ასევე ასეთ შეხვედრებში ძალიან რთულია თავისუფალი ზონების პოვნა მეტოქის ფეხბურთელებს შორის.

altჩემპიონთა ლიგა. I ტური: ხოჭოლავას "შახტარი" "ჰოფენჰაიმთან" წაგებას გადაურჩა [VIDEO]

მომზადებულია shakhtar.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული