ჯანო ანანიძემ ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა

AutoSharing Option
ტრავმით გამოწვეული ექვსთვიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ.

დღეს მოსკოვის "სპარტაკმა" რუსეთის თასის 1/16 ფინალში სტუმრად 1:0 დაამარცხა ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცი", გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა და ჯანო შეცვლაზე 83-ე წუთზე შევიდა.

კლუბის საიტი იუწყება, რომ 89-ე წუთზე ანანიძის შესანიშნავად დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

ამ მატჩში პირველად ითამაშა მოსკოვურ გუნდში სერბმა მცველმა მარკო პეტკოვიჩმა, რომელსაც მე-8 წუთზე ფეხი მოტეხეს და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

30 სექტემბერს "სპარტაკი" ჩემპიონატზე "როსტოვს" მასპინძლობს, ხოლო 4 ოქტომბერს ევროპა ლიგაზე "ვილიარეალს" და იმედია, ჯანოს
უფრო მეტი სათამაშო დრო მიეცემა. თუმცა, მოვლენების ფორსირებაც არაა საჭირო.

altჯანო ანანიძე სათამაშოდ ნოვოროსიისკში წაიყვანეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ ძმა ხარ ფრთხილად იყავი რა, არც იჩქარო და არც დააგვიანო, შენ უკეთ იცი რაც სჯობია, ყველა ელის შენს აღზევებას, დროა უკვე, წარმატებები.
ბმბ
27 სექტემბერი 2018 16:53
1
მართლა მაგარი ბურთი აუღია მეკარეს ჯანოსგან, არადა კაი იქნებოდა პირველ თამაშში გოლით დაწყება, წარმატებები.
Felisio
27 სექტემბერი 2018 12:12
1
წარმატებები და დიდხანს ჯანმრთელად ყოფნა. დავიჯერო არ იცის თვითონ ასეთი ტრამვიანობის მთავარი მიზეზი? გახურდეს ხოლმე კარგად, ივარჯიშოს შესაბამისად ან სვას საჭირო პრეპარატები, რავიცი რაღაც ქნას, რომ ტრამვები აირიდოს გვწყურია ჯანოს თამაშის ყურება გულშემატკივრებს.
ქარ
27 სექტემბერი 2018 11:35
2
ახლა მთავარია, რომ ამ პეტკოვიჩივით ფეხი არ მოიტეხოს, ან არ მოტეხოს ვინმემ
sandro
27 სექტემბერი 2018 11:26
0
ჯანოსთან ერთან ნაკრების თამაში გაცილებით მრავალფეროვანია.ეს კაცი ჰაერივით ჭირდება ნაკრებს,ეხლა მთავარია კარგად აკრიფოს ფორმა და ყველაფერი კარგათ იქნება.აბა შენ იცი ჯანო,ძალიან გვეიმედები.
ქობულეთელი
27 სექტემბერი 2018 09:59
0
აბა ჯანო შენ იცი, შენი იმედი გვაქვს, უშენოთ ნაკრებს უჭირს. წარმატებას გისურვებთ.
x.x
27 სექტემბერი 2018 09:21
0
ექვს თვეში ერთხელ რომ 7 წუთს ითამაშებ კარგია ეს? აფსუს, საით მიდის ჩვენი ფეხბურთი!
გულსატკენია!!!
ნათია
27 სექტემბერი 2018 01:01
35

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული