"სარაგოსა" "ალბასეტეს" შეხვდება - ესპანელებმა გიორგი პაპუნაშვილის ჰეთ-თრიკი გაიხსენეს

AutoSharing Option
28 სექტემბერს, ლა ლიგა 2-ის მომდევნო ტურში "სარაგოსა" "ალბასეტეს" ესტუმრება.

გასული სეზონის მე-40 ტურში ამ გუნდების დაპირისპირება ანგარიშით 4:1 დასრულდა და ამ მატჩში ჰეთ-თრიკი ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა შეასრულა.

შეხვედრის წინ არაგონული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველი ფეხბურთელის გოლები გაიხსენა.

"შემდეგ ტურში ჩვენი გუნდი "ალბასეტეს" ესტუმრება, რომელთანაც გიორგი პაპუნაშვილის არაჩვეულებრივი მოგონებები აკავშირებს. პაპუმ მე-11, 27-ე და 56-ე წუთებზე მარცხენა ფეხით სამი გოლი გაუტანა სტუმრებს და "სარაგოსას" დაეხმარა ლა ლიგის ზონაში ადგილის შენარჩუნებაში. მიუხედავად განსხვავებული სცენარისა, ჩვენი გუნდი ხვალაც იმავე ამბიციით გავა
მოედანზე, როგორც იმ დღეს, როცა პაპუმ თავისი პირველი ჰეთ-თრიკი გაიფორმა" - ვკითხულობთ "სარაგოსას" ოფიციალურ ვებგვერდზე.

ექვსი ტური შემდეგ ქართველი ნახევარმცველის კლუბი 8 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო მისი მეტოქე კი 12 ქულით - მე-3.

altრას ჰგავს ეს? - გიორგი პაპუნაშვილი შეცდომის გამო თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმა არ დაინდეს

altპაპუნაშვილი "სარაგოსას" ლა ლიგისკენ მიუძღვის - "ალბასეტეს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა! [VIDEO]

altგუნდში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება - "მარკა" გიორგი პაპუნაშვილის შესახებ წერს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთო მაპატიე, გულით არ მითქვია და რაღა ეხლა მოსტეხეს ფეხი, მაპატიე ღმერთო და ორ კვირაში ფეხზე დააყენე ეგ კაცი!
გეყურება ღმერთო?
კ ო მ ბ ლ ე
03:16 29-09-2018
0
აი ვინ უნდა იყოს ნაკრებში თავდამსხმელი!
gurami
10:35 28-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული