პაპუნაშვილი "სარაგოსას" ლა ლიგისკენ მიუძღვის - "ალბასეტეს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეგუნდადივიზიონის მე-40 ტურში გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "ალბასეტე".

პაპუნაშვილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც 58-ე წუთზე შეცვალეს. "ლა როსალედაზე" შეკრებილი 23 827 მაყურებელი გიორგის ფეხზე წამოუდგა და მოედნიდან ოვაციებით გააცილა. მან ეს დაიმსახურა.

შეგახსენებთ, ის წინა ტურში "კადისთან" წაგებულ მატჩში (0:2) მწვრთნელმა არ ათამაშა.

გიორგიმ ამ სეზონში ყველა ტურნირზე 26 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხშირად სასტარტოში არ ათამაშებდნენ.

"სარაგოსა" 65 ქულით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა,
27 მაისს "ვალიადოლიდს" მასპინძლობს და პრიმერაში გადასასვლელ პლეი-ოფში მონაწილეობის რეალური შანსი აქვს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ღორი კიარა ძაან მაგარ ფორმაშია და მალე ნაკრების ერთ ერთი ლიდერიც გახდება ეტყობა ეგარ სიამოვნებს აქ ზოგიერთს თორე სხვა ვინმეს რო ეგრე ეთამაშა ესე ცამდე აიყვანდენ და ლამის მესის შეადარებდენ ჯერ რა პასი გაჩითა მესამე გოლზე და საერთოდაც მაგრა შეეწყო გუნდს.
zaza
20:22 21-05-2018
0
დააკვირდით იმ მომენტს, როცა თავისიანს გააქვს გოლი, რა დღეშია პაპუნაშვილი უბრალოდ.. ვერ ვიტან ეგეთ იდიოტურ გამოხტომებს ფეხბურთელში, ეს რონალდოზე ღორია მგონი, მარტო უნდა, რომ მას გაუკეთონ პასი.. უბრალოდ ნახეთ ის მომენტი და ნახავთ.. ტიპს გაუტყდა, რომ მის გარდა სხვასაც მისცეს პასი
ზურა
14:58 21-05-2018
20

სიახლეები პოპულარული