კარგი ამბავი: გიორგი პაპუნაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
ესპანური "სარაგოსასა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ სეგუნდა დივიზინის მე-7 ტურში სტუმრად "ალბასეტესთან" მატჩის 35-ე წუთზე "სარაგოსას" ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმა მიიღო.

გიორგი მწვრთნელმა იმანოლ იდიაკესმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა, 35-ე წუთზე მასპინძელთა გუნდის პარაგვაელ თავდამსხმელთან ხავიერ აკუნიასთან შეჯახების შემდეგ კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

პაპუნაშვილის კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა და როგორც აღმოჩნდა ტრავმა სერიოზული არ ყოფილა და ქართველი ფეხბურთელი მხოლოდ ერთი კვირა იუქმებს. სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელის მდგომარეობას დააკვირდება და გამორციხული არაა პაპუნაშვილმა
8 ოქტომბერს "ოსასუნასთან" ითამაშოს.

"ალბასეტესა" და "სარაგოსას" მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

იმედია, პაპუნაშვილი საქართველოს ნაკრების ერთა ლიგის მატჩებისთვის დაემახრება, რომლებიც 13 და 16 ოქტომბერს გაიმართება. 13-ში საქართველოს ნაკრები ანდორას უმასპინძლებს, ხოლო 16-ში სტუმრად ლატვიას შეხვდება.

alt"ალბასეტესთან" მატჩში ტრავმირებული პაპუნაშვილი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს

მომზადებულია eldesmarque.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯანმრთელობას გისურვებ პაპუ ღმერთი შენსკენ
roma
18:14 29-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული