"გეტებორგი" 24 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატზე მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს.
ამ მატჩს სტოკჰოლმის 33-ათასიან "ტელე 2 არენაზე" 18 973 მაყურებელი დაესწრო და მასპინძელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, რომლებიც დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ.
რაც შეეხება 22 წლის ქართველ ნახევარმცველს, ხარაიშვილს, შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში საუკეთესო იყო.
"გეტებორგმა" ქვეყნის პირველობაზე ზედიზედ სამი თამაში წააგო და თუ ასე გააგრძელა ასპარეზობა, ქვედა ლიგაში მოუწევს
შეგახსენებთ საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის ნათქვამს, რომელიც ბევრს არ მოეწონა, მაგრამ ეს სიმართლესთან ძალიან ახლოსაა - ნახეთ, ჩვენი ლეგიონერები როგორ გუნდებში თამაშობენო.
ხარაიშვილმა "გეტეორგში" გადასვლისთანავე დაიმკვიდრა ძირითად შემადგენლობაში ადგილი, პირველივე სეზონში წამყვანი ფეხბურთელი გახდა და მისი სამსახურით ამსტერდამის "აიაქსი" დაინტერესდა.
ეს ნიჭიერი ფეხბურთელი უდავოდ უკეთეს გუნდში თამაშს იმსახურებს და ეს მისი კარიერისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.
გიორგი ხარაიშვილი შვედეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში შეიყვანეს
გიორგი ხარაიშვილმა 87-ე წუთზე გატანილი პენალტით "გეტებორგს" ქულა გადაურჩინა