დავით ხოჭოლავა: დიდი ხანია ნაკრების ირგვლივ საქართველო ასე არ გაერთიანებულა

AutoSharing Option
უკრაინულმა Footboom-მა დონეცკის "შახტარის" ქართველ მცველ დავით ხოჭოლავასთან ისაუბრა. უკრაინული გუნდი დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში "ლიონს" საფრანგეთში დაუპირისპირდება.

ხოჭოლავას თქმით, ისინი ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდნენ, სადაც "მანჩესტერ სიტის" გარდა, სამივე ერთნაირი დონის გუნდია.

"ძალიან რთული ჯგუფია. პირველ თამაშამდეც ვიცოდით, რომ უძლიერესი ოპონენტები გვყავდა. ჯგუფში სამი ერთი დონის გუნდია, "მანჩესტერ სიტი" კი - აშკარა ფავორიტი. პირველი მატჩი ჩავატარეთ და დარჩენილ ხუთ მატჩში რაც შეიძლება მეტ ქულას უნდა მოვუყაროთ თავი. არ მგონია, რომ ყველაფერი ერთ მატჩში გადაწყდება. დარჩენილი ხუთი შეხვედრა ხუთი
ფინალის ტოლი იქნება. "ლიონს" ძალიან ტექნიკური ფორვარდები ჰყავს. ფრანგები ძალიან სწრაფად მოძრაობენ. ამიტომ მცველებს ბევრი მუშაობა მოგვიწევს, შეტევაში კი იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რომელიც გულშემატკივარს მოსწონს" - განაცხადა ქართველმა ფეხბურთელმა.

დავით ხოჭოლავას საქართველოს ნაკრების შესახებაც ჰკითხეს.

"ერთა ლიგა უმნიშვნელოვანესი ტურნირია. მთელ ქვეყანას სჯერა, რომ ტურნირს მოვიგებთ. დიდი ხანია მთელი ქვეყანა ეროვნული ნაკრების ირგვლივ ასე არ გაერთიანებულა. თან კარგი გუნდი გვყავს, დროა, დიდ ტურნირზე მოვხვდეთ" - უთხრა "შახტარის" მცველმა Footboom-ს.

დონეცკის "შახტარი" დღეს, 2 ოქტომბერს "ლიონს" თბილისის დროით 23 საათზე დაუპირისპირდება. პირველ ტურში უკრაინელებმა "ჰოფენჰაიმთან" ფრედ ითამაშეს (2:2), ხოლო ფრანგებმა სტუმრად "მანჩესტერ სიტი" (2:1) დაამარცხეს.

altდავით ხოჭოლავამ "სტად დე ლიუმერზე" ივარჯიშა და "ლიონთან" მატჩისთვის ემზადება

altდავით ხოჭოლავა: კვირაში სამი თამაშის ჩატარება რთულია.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული