fantagazzetta: ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია და არ ვარჯიშობს

AutoSharing Option
იტალიური fantagazzetta იუწყება, რომ "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე ტრავმირებულია და არ ვარჯიშობს.

გამოცემის მტკიცებით, ლევანს ტრავმა ისევ აწუხებს, 1 ოქტომბერს "პარმასთან" თამაშის შემდეგ არ უვარჯიშია და მიუხედავად იმისა, რომ ტრავმა სერიოზული არაა, მწყობრში ჩასადგომად გარკვეული პერიოდი დასჭირდება.

6 ოქტომბერს, სერია A-ს მორიგ ტურში "ემპოლი" "რომას" მასპინძლობს და ის თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

ლევანმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "მილანთან" ითამაშა და მის მიერ გამომუშავებული პენალტით "ემპოლიმ" ქულა მოიპოვა.

მჭედლიძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ერთა ლიგის მატჩებისთვის კი გამოიძახა, თუმცა, როგორც ჩანს, თამაშს
ვერ შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
დავიჯერო დვალიშვილს მჭედლიძეზე, ყენიაზე და ჯანოზე უკეთესი ფიზ. ტრენერი ყავდა რომ ტრავმა არასოდეს მიუღია?
sg
05 ოქტომბერი 2018 11:07
0
გუშინ საღამოს ვფიქრობდი ღმერთო დაიფარე ეს ბიჭი ტრავმებისგანთქო და თუ შეუძლებელს ვამბობ მინიმუმ ნოემბრის ბოლომდე მაინცთქო მაგრამ... ამ შემთხვევაში ურჩეთ ვინმემ ვაისს გაბედავა გამოიახოს,მან ევროპალიგაზეც და შიდა ჩეპიონათშიც დაამტკიცა რომ შანსს იმსახურებს.ნუ იქნებიან ვიღაცეები მიკერძოებული(ფედერაცის ვგულისხმობ) და იმისთვის რომ ფიფიამ და კიდევ ვიღცამ ფულები აკეთოს მხოლოდ დინამოსკენ და საბურთალოსკენ მზერას შეეშვან.ნუ დამიბლოკავთ კომენტარს თუ გიყვათ ქართული ფეხბურთი...
ბაჩო
05 ოქტომბერი 2018 10:35
2
ლევანის ტრავმა დამაზხასიათებელია ქართველი ფეხბურთელებისთვის. ეტყობა თავიდანვე, ბავშვთა ფეხბურთში არ ექცევა სწორი ყურადღება კვების რაციონს, ვარჯიშების დატვირთვებს. შედეგი შემდგომ ჩნდება. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ!
მერაბი
05 ოქტომბერი 2018 09:48
0
ამიტომ არის საჭირო დაბადებიდან 6 წლის ასაკში, ბავშვისთვის სწორი ვარჯიშების ჩატარება, გამართული მოედნების აშენება და მერე მათი მოვლა (ბურთი, რომ დახტუნაობს გამუდმებით მინდორზე, რაგბის ბურთივით). აბა ნახეთ ნიუ იორკის "რედ ბული". 6 წლის ასაკოვანები, 7 წლის ასაკოვანები, 8 წლის ასაკოვანები და ბოლომდე 22 წლის ჩათვლით. ყველა ცალ-ცალკე ვარჯიშობს(ნეტა განახათ, თუ როგორ შრომობენ ბავშვები). 8 წლის ბავშვს სხვა ვარჯიშები აქვს, ხოლო 9 წლისას აბსოლუტურად სხვა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი თუ როგორ იწყება ვარჯიშები სამ მოედანზე ერთდროულად, დილის 7:30-დან საღამოს 7:30-მდე, ყველა ასაკოვანისთვის. თუ პელე ან მარადონა არ ხარ, ვერანაირად ვერ მოხვდები მთავარ გუნდში, სანამ არ გაიზრდები 23 წლამდე. ეს ყველაფერი ხდება ამერიკაში სადაც ფეხბურთი 6-ე ადგილზეა(ბეისბოლი, ამერიკული ფეხბურთი, კალათბურთი, ყინულის ჰოკეი და ქალთა ფეხბურთი). მთლიანობაში 6-22 წლიანებში ტრამვები შეიდძლება იყოს სულ 3-5!!!! (წარმოგიდგენიათ?) რატომ? იმიტომ, რომ ზრუნავენ ბავშვებზე, კანონი კანონობს, მოედნებს უვლიან (დილას და საღამოს), კვალიფიციური ფიზმომზადების მასწავლებელები ყავთ, მშობლები ხმის ამოღებას ვერ ბედავენ ისე ზიან და უყურებენ თავიანთი შვილების ვარჯიშებს. აბა ვინმემ გაბედოს ჩემ შვილს რატომ არ ათამაშებო. რამდენი ნიუანსი ჩამოვთვალო კიდევ არ მეყოფა ერთი წიგნი. მჭედლიძე და სხვები არაფერ შუაში არ არიან. ისინი ასე გაზარდეს 6 წლიდან მოედანზე. ბავშვებს რა ჭკუა მოეკითხებათ? რა იცოდნენ მათ, სწორი მიმართულებით ზრდიდნენ თუ არა? ამიტომაც არის სულ გაუთავებელი ტრამვები და არა მარტო ქართულ ფეხბურთში არამედ ქართულ კალათბურთშიც. სად გაგონილა 12-14-16-18 თვიანი ტრამვები? ამის მერე იწყებ გამოსვლას და ისევ ლაზარეთი. ყველაზე სატკენი ის არის, რომ ეს მხოლოდ ჩვენ გვჭირს. რაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ტრამვები ჰქონია არსებობის მანძილზე, რომ შეკრიბო ერთად, მთელი ნაკრებების ტრამვებს ერთად გადაწონიდა. დიდძალი ფულით, რომ ფინანსდებით, გაასწორეთ ეს მოედნები, ისწავლეთ სამწვრთნელო კოლეჯებში წარჩინებულად, როგორც ასაკოვან ასევე ბავშვთა ფეხბურთის სწორი მიმართულებით განვითარებისათვის და აღარ იქნება ეს ქრონიკული უბედურება რაც გვჭირს. თუ ვინმე ტრამვას მიიღებს, მაქსიმუმ ორ-სამ კვირაში ფეხზე დადგება და არა წელიწადნახევარში.
TanoLife
05 ოქტომბერი 2018 02:27
0
ეს თუ სინამდვილეა ნუ რა უნდა ვთქვა მჭედლიძეზე... იმედია გაბედავას გამოიძახებენ ეროვნულ ნაკრებში, სხვა უკეთესი კანდიდატი მე არ მეგულება ცენტრალურ თავდამსხმელად!
ra
05 ოქტომბერი 2018 01:14
3
ნაკრებში მჭედლიძის თამაშები კარგად მახსოვს, რითაც დამამახსოვრა თავი, ყველაზე მებრძოლი შემტევი იყო და ყველა სიტუაციაში უპირატესობას აკეთებდა. მიუხედავად ტრავმებისა, ერთ-ერთ საუკეთესო ქართVელ ფეხბურთელად მივიჩნევ.
vaska
04 ოქტომბერი 2018 23:48
2
სამწუხაროა ძალია, სერიოზული დანაკლისია. მაგრამ ასე უკვე დიდი ხანია. უკვე ასაკია - 28 წლის არის. ამიტომ ნაკრებმა რაც შეიძლება მეტად და გადაუდებლად ორიენტაცია უნდა აიღოს ახალგაზრდებზე, მისაც აქვს მეტი პერსპექტივა და ჯრა თმა უნდა ჯანმრთელობაც. ძალიან გულდასაწყვეტია, ძალიან მკაცრია ვითარება პიროვნული თვალსზარისით, მაგრამ ეროვნული (ნაკრების) ინტერესები უპირველესია.

გიორგი
04 ოქტომბერი 2018 23:21
1
ეგ ბავშვობის დროინდელი არასწორი ვარჯიშის ბრალია. მამამისი ძალიან ტვირთავდა, უთხრეს კიდეც ტრავმიანი იქნება ასეთი გააგრძელებს და ჰა... გადაბმულად სამი თვე ვერ თამაშობს.
გულშემატკივარი
04 ოქტომბერი 2018 22:04
0
ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენთან ბავშთა ფეხბურთი არ არის და ეს ეგრეთ წოდებული სკოლები კი ხედავთ როგორ ფეხბურთელებსაც აყალიბებენ.
aleko
04 ოქტომბერი 2018 21:25
0
ამ კაცს სტეკლოს ფეხები აქ თუ რა ხდება ,
samtredski
04 ოქტომბერი 2018 20:45
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული