sports.ru: ოქრიაშვილმა "სევილიას" მაკრატელათი გაურჭო - რით არ არის ბეილი ან რონალდო?

AutoSharing Option
პოპულარულმა რუსულმა sports.ru-მ ევროპა ლიგის მეორე ტურში "სევილიასთან" ჩინებული გოლის გატანის შემდეგ წერილი მიუძღვნა "კრასნოდარის" ქართველ ნახევარმცველს თორნიკე ოქრიაშვილს.

"სევილიასთან" მატჩში ყველაფერი ფრისკენ მიდიოდა, რაც შესანიშნავი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ამ დროს მოედანზე ოქრიაშვილი შევიდა.

შეცვლაზე შესვლიდან 3 წუთში თორნიკემ გოლი მაკრატელათი გაიტანა. სულ მან 7 წუთი ითამაშა და ორჯერ დაარტყა კარში. რით არ არის ბეილი ან რონალდო?

ეს ოქრიაშვილის მეორე სუპერგოლია, რომელმაც "კრასნოდარს" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა. 2016 წლის ნოემბერში ქართველმა ფეხბურთელმა კომპენსირებულ დროში "ზენიტს" გაუტანა გოლი. მაშინაც მაკრატელათი! სულ მან
პირველ გუნდში 3 გოლი გაიტანა (1 "ანჟის", ოღონდ არა მაკრატელათი).

ოქრიაშვილი არასოდეს არ ითვლებოდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად - სამ სეზონში 596 წუთი ითამაშა.

გასულ სეზონში მან ორჯერ მიიღო ტრავმა და ეს საშინელი იყო.

Sportall.Ge

მარტში მარჯვენა ფეხი ტრავმა მიიღო, ხოლო მწყობრში ჩადგომიდან ერთ თვეში - მარცხენა ფეხი იტკინა.

მხოლოდ ზაფხულისთვის მოირჩინა ტრავმა და აგვისტოში დუბლებში "სოჩის" გაუტანა გოლი, აგრეთვე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთა ლიგაზე ლატვიელთა კარი დალაშქრა.

"ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, როდესაც მოედანზე დავბრუნდი, პატარა ბავშვივით გავიხარე, რადგან კარგა ხანია არ მითამაშია და არ გამიტანია გოლი. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რასაც მაშინ ვგრძნობდი. ძალზედ კარგად ვიყავი. არასოდეს დამიკარგავს იმედი. ვფიქრობ, ჩემთვის ეს რთული არ იქნება. არ დამვიწყებია, როგორ მოვეპყრა ბურთს. რა თქმა უნდა, გამიჭირდება, მაგრამ თუ ძალიან გიყვარს ფეხბურთი, ადვილია ძლიერად დაბრუნება. უფრო ძლიერად", - ამბობდა ოქრიაშვილი თებერვალში.

alt"კრასნოდარის" მეკარე: თორნიკე ოქრიაშვილს სხვანაირად გოლის გატანა არ შეუძლია

altsport-express. ოქრიაშვილი ჯადოქარია - ის მთელს ევროპას გააოცებს!

altთორნიკე ოქრიაშვილი: ვერ დავიჯერე, როდესაც ბურთი კარში დავინახე

მკითხველის კომენტარები / 2 /
პასუხი სათაურს... რითი???_____ მენტალიტეტითი.
0
მარაზმი სათაური აქვს!!!
nika
10:52 05-10-2018
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული