შვედეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" საკუთარ მოედანზე ფრეს მიაღწია აუტსაიდერ "ტრელებორგთან" - 2:2. მატჩს 7 889 მაყურებელი დაესწრო.
დიახ, მიაღწია, რადგან 1:2-ს აგებდა, 90+5-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა გუნდის ნახევარმცველი ზორან იოვანოვიჩი პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა, 90+10-ე წუთზე კი ხარაიშვილმა, რომელმაც კვლავ შეუცვლელად ითამაშა, საჯარიმოდან გაიტანა ჩინებული გოლი და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მან ქვეყნის მიმდინარე პირველობის 22 შეხვედრაში 7-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.
"გეტებორგი" 25 ქულით მე-12 ადგილზეა და 22 ოქტომბერს გასვლაზე "ბრომაპიოკარნას" ხვდება.