"შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.
სიმბოლური გუნდი InStat-ის სისტემის მონაცემებით შეადგინეს.
ამ ნაკრებში "შახტარის" 8, "მარიუპოლის" 2 და კიევის "დინამოს" 1 ფეხბურთელია.
დონეცკური გუნდი 11 ტურის შემდეგ 28 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ "დინამოს" 2 ქულით უსწრებს.
მე-2 წრე სტარტს 19 ოქტომბერს იღებს და "შახტარი" "დესნას" ხვდება.
ხოჭოლავამ ქვეყნის მიმდინარე პირველობის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ua-football: დავით ხოჭოლავას გასაიდუმლოებული და მომხიბვლელი ცოლი [PHOTO]
"შახტარმა" "ვორსკლას" თამაში შემოუტრიალა, დავით ხოჭოლავამ გოლი გაიტანა [VIDEO]