დავით ხოჭოლავა უკრაინის პრემიერლიგის პირველი წრის სიმბოლურში შეიყვანეს

AutoSharing Option
"შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა უკრაინის ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს.

სიმბოლური გუნდი InStat-ის სისტემის მონაცემებით შეადგინეს.

ამ ნაკრებში "შახტარის" 8, "მარიუპოლის" 2 და კიევის "დინამოს" 1 ფეხბურთელია.

დონეცკური გუნდი 11 ტურის შემდეგ 28 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ "დინამოს" 2 ქულით უსწრებს.

მე-2 წრე სტარტს 19 ოქტომბერს იღებს და "შახტარი" "დესნას" ხვდება.

ხოჭოლავამ ქვეყნის მიმდინარე პირველობის 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ყველაფერი ძალიან კარგია მაგრამ,ამ ბოლო დროს რომ ეს კაცური კაცი შახტარის ძირითადში ვეღარ ხვდება ეს რას მივაწეროთ?
რუსლანი
22:03 10-10-2018
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული