მაკფადენმა "ნანტერეს" 11 ქულა ჩაუგდო, "იბეროსტარმა" ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის ტედ მაკფადენის "იბეროსტარმა" პარიზში ადვილად სძლია ადგილობრივ "ნანტერეს" 75:58.

მაკფადენმა 28 წუთში 11 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი) და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

შეგახსენებთ, პირველ ტურში ტენერიფელებმა ბონის "ტელეკომი" 87:68 დაამარცხეს და ტედმა 21 წუთში 13 ქულა შესძინა თავის გუნდს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული