ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის ტედ მაკფადენის "იბეროსტარმა" პარიზში ადვილად სძლია ადგილობრივ "ნანტერეს" 75:58.
მაკფადენმა 28 წუთში 11 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი) და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, პირველ ტურში ტენერიფელებმა ბონის "ტელეკომი" 87:68 დაამარცხეს და ტედმა 21 წუთში 13 ქულა შესძინა თავის გუნდს.